ფანტასტიკური ამბები

shop_product_image_145465_topგახსოვთ ცოტა ხნის წინ არტურ კლარკის “კოსმოსური ოდისეა 2001” რომ ვახსენეთ? მაშინ გითხარით, რომ ჟანრის მოყვარულებისთვის ეს წიგნი ჭეშმარიტად კლასიკაა. ალბათ სწორედ ამან (და კიდევ გამომცემლობისადმი ნდობამ) გადამაწყვეტინა მოთხრობების კრებულის ხელში აღება (ზოგადად მოთხრობები არ მიყვარს და იმიტომ)… აბა ჰაინლაინს აქამდე არ ვიცნობდი (მისი ბევრი რომანი მაქვს ქინდლში, მაგრამ ჯერ მაინც “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” იმედზე ვარ)… არადა კრებულის საუკეთესო მოთხრობები (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) სწორედ მისტერ რობერტის კალამს ეკუთვნის. More