როცა ღმერთი სამსახურშია

მოთხრობებზე წერა რთულია, ძალიან რთული. როდესაც საქმე სულ რამდენიმე გვერდს ეხება, არ არის მარტივი, რომ თან შთაბეჭდილებები გადმოსცე და თან ზედმეტი არაფერი წამოგცდეს… არც მოთხრობების კითხვაა ადვილი – როდესაც მწერლის სამყაროში ბოლომდე ეფლობი, სწორედ მაშინ სრულდება საკითხავიც (აკი სტივენ კინგი ამბობს, მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავსო) და ხშირად უკმარისობის გრძნობა გვრჩება… თუმცა ამას ვერ ვიტყვით დათო გორგილაძის შესანიშნავ (ასეთ ხმამაღალ შეფასებებს ვერიდები ხოლმე, მაგრამ როცა ობიექტურად ასეა, რა გინდა, რომ გააკეთო:)) კრებულზე… More

Advertisements