დევიდ მიტჩელის “ღრუბლიანი ატლასი” – წარმოიდგინეთ, რომ რუსულ “მატრიოშკას” ხსნით, შიგნით კი თოჯინების ნაცვლად ლაბირინთია, რომელიც ექვსი ნაწილისგან შედგება. პირველი მეცხრამეტე საუკუნის ნოტარიუსია, რომელიც ავსტრალიიდან აშშ-ში ბრუნდება; მეორე – ახალგაზრდა კომპოზიტორი, რომელიც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ევროპაში სულითა და სხეულით ვაჭრობს; მესამე – 70-იანი წლების კალიფორნიაში მცხოვრები ჟურნალისტი, რომელმაც შეთქმულებას ახადა ფარდა; მეოთხე – ჩვენი თანამედროვე მცირე გამომცემელი, რომელმაც უცებ დიდი ფული იშოვა და ბანდიტების სამიზნე გახდა; მეხუთე – კორეელი კლონი-მოსამსახურე; მეექვსე – ცივილიზაციის დასასრულს ჰავაის კუნძულზე მცხოვრები მწყემსი… ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ისტორიებია, მაგრამ სინამდვილეში მათ ერთი რამ აკავშირებთ – რეინკარნირებული სული: “სულები მოგზაურობენ დროში ისე, როგორც ღრუბლები მოგზაურობენ ცაზე, და მიუხედავად იმისა, რომ არც ღრუბლის ფორმა, არც შეფერილობა, არც ზომა იგივე არ რჩება, ის ისევ ღრუბელია. ზუსტად ასევეა სულიც…” მოკლედ, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. რჩევისთვის მადლობა ამ ბლოგის ავტორს 🙂 მეტი
ფანტასტიკური ოქტომბერი (ნაწილი II)
28 ოქტ 2012 27 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, ლიტერატურა, რუსული ტეგები:დევიდ მიტჩელი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორშაბათი იწყება შაბათს, ტოლკინი, ურსულა ლე გუინი, ღრუბლიანი ატლასი, ძმები სტრუგაცკები, წყვდიადის მარცხენა ხელი, ჰობიტი
ბოლო კომენტარები