გიყვართ დეტექტივები? ვერ გეტყვით, რომ ამ ჟანრში პროფესიონალი ვარ, თუმცა მეტ-ნაკლებად ვიცნობ. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებით არტურ კონან დოილსა და აგათა კრისტის ვაფასებ და მათი “ბასკერვილების ძაღლი” და “მკვლელობა აღმოსავლეთის ექპრესში” მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივებად მიმაჩნია. რატომ? ახლავე გეტყვით. More
მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი
18 ოქტ 2019 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:აგათა კრისტი, არტურ კონან დოილი, ბასკერვილების ძაღლი, დეტექტივი, ერკიულ პუარო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში, შერლოკ ჰოლმსი
შიშის ველზე შერლოკთან ერთად
29 ივნ 2015 9 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:არტურ კონან დოილი, დეტექტივი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია კილაძე, შერლოკ ჰოლმსი, შიშის ველი, ochobooks
წლებია შერლოკ ჰოლმსს, როგორც არტურ კონან დოილის გმირს, აღარ შევხვედრივარ (უფრო ზუსტად, 14 წელია). მეგონა, რომ მისი თავგადასავლები სრულად წავიკითხე, მაგრამ, როგორც გამოძიებამ მიჩვენა, ვცდებოდი. ჩემს რუსულენოვან კრებულში “შიშის ველი” და “შერლოკ ჰოლმსის არქივის” ექვსი მოთხრობა გამოუტოვებიათ. მე კი, როგორც შერლოკის თავგადაკლული გულშემატკივარი, მათ უყურადღებოდ დატოვებას ვერ დავუშვებდი… და სასწრაფოდ შიშის ველზე გავემგზავრე (არქივს მოგვიანებით მივხედავ). More
ნეფრიტის კრიალოსანი
07 თებ 2013 8 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აგატა კრისტი, აკუნინი, არსენ ლიუპენი, ედგარ პო, ერასტ ფანდორინი, ვაშინგტონ ირვინგი, კომისარი მეგრე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მასა, მორის ლებლანი, ნეფრიტის კრიალოსანი, ჟორჟ სიმენონი, უმბერტო ეკო, შერლოკ ჰოლმსი
მოთხრობების მოტრფიალე არ ვარ, რადგან სანამ საფუძვლიანად “შევალ” მწერლის მიერ შექმნილ სამყაროში, უკვე ბოლო გვერდზე ვარ და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება… თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მით უფრო, თუ მოთხრობების კრებულის მთავარი გმირი ფანდორინის მსგავსი მიმზიდველი გამომძიებელია. ამჯერად აკუნინი ჩვენი ერასტ პეტროვიჩის თავგადასავალს “ავსებს” პატარ-პატარა საქმეებით, რომლებსაც ის დიდ საქმეებს შორის “ეჭიდებოდა” და თან თავის ფავორიტ მწერლებსაც “უძღვნის საჩუქარს” – თითოეული მარცვალი ამ კრიალოსანში კონკრეტულ ავტორს ეძღვნება… მეტი სიცხადისთვის ცალ-ცალკე გადავავლოთ თვალი მოთხრობებს:
“სიგუმო” –1881 წელს ერასტი იოკოჰამაში მსახურობს (“ალმასის ეტლი” ხომ გახსოვთ) და “გაიაპონელებული” რუსი ემიგრანტის სიკვდილის ამბავს იძიებს, რომელიც ვითომდა სიგუმომ – მაქციამ – იმსხვერპლა… ეს მოთხრობა, რომელიც იაპონელ მწერალს (Санъютэй Энтё) ეძღვნება, ერთ-ერთი საუკეთესო მგონია ამ კრებულში. ალბათ ჩემი დამოკიდებულების მიზეზი იაპონიის სიყვარულია… More
ბოლო კომენტარები