ბორის აკუნინი რომ ძალიან მიყვარს, ალბათ შეამჩნევდით, მაგრამ საკუთარ მაგალითზე იმასაც დააფიქსირებდით, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. “ბნელი კოშკის” პირველი ნაწილის შემდეგ ვცდილობ სერიები არ “დავანაწევრო” (“მხედვარის” სრულად გამოსვლასაც კი გმირულად ველოდები), მაგრამ გრიგოლ შალვოვიჩის “ჟანრებიდან” მხოლოდ “საბავშვო წიგნი” “მოვიდა” ჩემამდე, დანარჩენებს კი მხოლოდ ახლა “გადავეყარე” ქინდლის უკიდეგანო მეხსიერებაში… თუმცა აჯობებს თუ პირდაპირ საქმეზე გადავალთ 🙂 მეტი
ჟანრები აკუნინისგან
25 დეკ 2015 3 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, გლორია მუ, თოლია, კვესტი, კომედია ტრაგედია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟანრები, საბავშვო წიგნი, საბავშვო წიგნი გოგონებისთვის, ფანდორინი, ფანტასტიკა, შექსპირი, ჩეხოვი, ჯაშუშური რომანი, ჰამლეტი
აკა მწერლებსა და წიგნებზე
12 მაისი 2014 7 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მწერლებსა და წიგნებზე, ფოლკნერი, შექსპირი, ჰემინგუეი
აკა ის კაცია, ისტორიებს რომ “თლის” და წიგნებში “აწყობს”. გადაშლი ამ წიგნებს და თითქოს მისი გმირები ცოცხლდებიან, ფურცლებიდან გადმოდიან, ხელს გტაცებენ და ხან ძველ თბილისში ამოგაყოფინებენ თავს, ხანაც – შუაგულ ვაკეში.
“მწერლებსა და წიგნებზე” კი სულ სხვანაირი წიგნია. აკა არც ჩვეულ ალუზიებს მიმართავს, არც სიუჟეტს “ხლართავს”. აკი ხშირად ამბობს, მწერლობა არ მინდაო და აი, მოირგო კიდეც მკითხველ-კრიტიკოსის როლი (ოღონდ კრიტიკოსიც ისეთივეა, როგორიც მწერალი – “ჩვენიანი”).
ჩვენთან დიალოგსაც (ამას თხრობას ვერ ვუწოდებთ – ზუსტად დიალოგია – თითქოს ფინჯანი ყავის თანხლებით ვსაუბრობთ) ისეთი კაცის გაცნობით იწყებს მწერალი რომ არ იყო, მაგრამ წიგნებს წერდა და ცნობილი მსახიობის სეხნიაც გახლდათ (რიჩარდ ბარტონი). შემდეგ ამბროზ ბირსზე გვიამბობს, კიდევ ვაშინგტონ ირვინგზე, ნათანიელ ჰოთორნზე… მოკლედ, აკასთან შეხვედრას თუ გადაწყვეტთ, ჩასანიშნად უნდა მოემზადოთ – ღმერთმა არ ქნას და რამე გამოგრჩეთ – საინტერესო მოგზაურობას გამოაკლდებით. მეტი
ბოლო კომენტარები