ფოსტალიონი ჩინასკი

იცნობთ ჩარლზ ბუკოვსკის? თუ პასუხი დადებითია, ალბათ დამეთანხმებით, რომ საზიზღარი ბებერია 🙂 მაგრამ სწორედ ამ “თვისების” გამოა ასე საინტერესო (და სახალისო) ჰენრი ჩინასკის ამბები. ამ “ბინძურ” ისოტრიებს შორისააა ჰენრის “ფოსტალიონობის” პერიოდიც (არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინასკი თავად ჩარლზია. ასე უფრო “ეფექტურად” წავიკითხავთ მის წიგნებს), რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს სწორედ ფოსტის შიდა სამზარეულო ანიჭებს. მისი მაშინდელი ცხოვრების შემადგენელი ნაწილები – სექსი, ალკოჰოლი, დოღი და “ნეტარი უსაქმურობა” ხომ არც სხვაგან გვაკლია… აი, ფოსტალიონების ცხოვრება კი ნამდვილად უნიკალურია ჰენრი ჩინასკის ყოფაში. თანაც მთელი 12 წელი! ეს საოცარია როგორც თავად ფოსტალიონი ჩინასკის, ისე ფოსტისთვის. აბა, წარმოიდგინეთ, რომ კაცი, რომელიც ყოველთვის 100%-ით იყო ამოვარდნილი ნორმალური (იდეალურობას ნუ მოვთხოვთ) თანამშრომლის ჩარჩოდან, ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც თავად წასულა სამსახურიდან (არადა მის მიერ აღწერილი ფოსტა აშკარად საშინელ სამუშაო ადგილს ჰგავს) და არც გაუშვიათ… და იცით რა? მე მგონი, ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩინასკისაც და ამერიკის ფოსტის მესვეურებსაც! ისინი რომ არა, ჩვენ ვერასდროს შევიგრძნობდით ფოსტალიონის ცხოვრებას ისე, თითქოს თავად ვიმუშავეთ იქ (არ მითხრათ, ფოსტალიონების ცხოვრებაზე ქართული ფილმიც ხომ გვაქვსო. სად ძალიან კარგი, თუმცა იმ დროის შესაბამისად “იდეალური” ფილმი და სად “საზიზღარი ბებერი” ჩინასკი:)))… მეტი

საშემოდგომო მოგზაურობები

1456744_487675647931357_817896431_nჩარლზ ბუკოვსკის “მაკულატურა” – ეს არის ჩარლზ ბუკოვსკის ბოლო წიგნი, რომელიც მან ცუდ ლიტერატურას მიუძღვნა… მან შექმნა “ცუდი” ნაწარმოები, რომელშიც არც ინტრიგაა, არც დინამიკა, საერთოდ არაფერია საინტერესო, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი წიგნია… იმიტომ, რომ კერძო დეტექტივი ბილეინია საინტერესო ტიპი – ზუსტად ისეთივე გარყვნილია, როგორიც ბუკოვსკი, ზუსტად მისნაირი შავი იუმორი აქვს, საქმეები კი – აბსურდული. აბა, რომელი ნორმალური დაუწყებს ძებნას სელინს, რომელიც 1961 წელს გარდაიცვალა, ან იფიქრებს სექსზე სიკვდილთან ან უცხოპლანეტელთან… ჰოდა, ზუსტად ეს არანორმალურობაა საინტერესო… ტარანტინოს “მაკულატურაშიც” ხომ არაფერია ნორმალური, მაგრამ ასეთი მაგარი ფილმი ბევრი გინახავთ? მეტი

ამერიკული დეკემბერი

BookFireplace_112511_rn_tif_უილიამ ბეროუზის “ჯანქი” – ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი, რომელშიც უილიამ ბეროუზი თავის ნარკოტიკით გაჟღენთილ ცხოვრებას აღწერს. ისიც ტრადიციული ნარკომანია – მხოლოდ “ჯანქზე” ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აკონტროლებს. სინამდვილეში  ნარკოტიკი სტიმულირების საშუალება სულაც არ არის. ეს ე.წ. “გართობა” ბოლოსდაბოლოს ჩვევაში გადაიზრდება და “ჯანქი” მის არსს მხოლოდ პირველი “ლომკის” დროს ჩაწვდება… თითქოს ბეროუზი ნარკომანიის საწინააღმდეგოს არაფერს ამბობს და მშრალად გვიყვება ამბებს, მაგრამ შეუძლებელია, რომ მისი მდგომარეობის აღწერამ სიძულვილი არ გამოიწვიოს “ჯანქის” მიმართ… თან ისიც უნდა გავითვილისწინოთ, რომ უილიამს ეკუთვნის სიტყვები: “ჩემი რჩევა ახალგაზრდებს – უბრალოდ უთხარით არა ნარკოისტერიას!” მეტი