ჰოვარდ ლავკრაფტის ჩვენება

18157314_737368109777166_2908378051467315542_n

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოვარდ ლავკრაფტის სამყაროში! არა, ახლა ქთულჰუს ხმას ვერ გაიგონებთ. თავად მისტერ ჰოვარდი გესაუბრებათ… ის მოგიყვებათ ამბებს ენით აღუწერელ სამყაროზე… სამყაროზე, რომლის კარსაც ვერცხლის გასაღები აღებს და თუ ამ კარიბჭის მიღმა გასვლას გაბედავთ, მარადიულობის საზღვარს გასცდებით და ეგებ იდუმალი კადათიც აღმოაჩინოთ… მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ – თუ გარისკავთ და ამ სამყაროში შეიხედავთ, შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდეთ… შეიძლება თქვენი ცხოვრებაც ისევე ძირფესვიანად შეიცვალოს, როგორც ეს რენდოლდ კარტერს, ჩარლზ დექსტერ უორდს (მისი ისტორია კრებულში ჩემი ფავორიტია) და სხვებს დაემართათ… ასეთია მისტერ ლავკრაფტის ძააალიან საშიში სამყარო! მეტი