დიდი იმედები

კლასიკური ლიტერატურა თუ გიყვართ, ჩარლზ დიკენსსაც უნდა იცნობდეთ (განუმეორებელი სტილით, იუმორით, გმირებით). ერთ დროს მისი რუსულენოვანი 30-ტომეული თითქმის ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას ამშვენებდა (აქედან რამდენი ტომი იყო გადაშლილი, ეს სხვა საკითხია. მაშინ ხომ ორი “მხარე” არსებობდა – ერთნი უბრალოდ “პრესტიჟის” გამო გამოფენდნენ მრავალტომეულებს, მეორენი კი იმიტომ, რომ ცალკეული ნაწარმოებების შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ). შემდეგ ის დაივიწყეს… და აი დღეს ბათუმელები “უკვდავი ბიბილიოთეკის” ფარგლებში აქტიურად თარგმნიან “ძველ” ნაწარმოებებს. მათ გარეშე (ისევე როგორც თანამედროვე წიგნების) ხომ ლიტერატურა არ არსებობს… ასე ითარგმნა ქართულად “დიდი იმედებიც” – წიგნი ნამდვილ ინგლისსა და ნამდვილ ადამიანებზე… წიგნი დიდ იმედებზე… More

ციცქნა დორითი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩარლზ დიკენსის სამყაროში, უფრო სწორად კი, მე-19 საუკუნის ინგლისში! დიახ, ეს სწორედ მაშინდელი ბრიტანეთის ამბავია და არა მხოლოდ ერთი გოგონას – ციცქნა დორითის – ცხოვრების ისტორია! More

პარიზსა და ლონდონში დიკენსთან ერთად

“ეს იყო ყველაზე მშვენიერი დრო, ეს იყო ყველაზე საშინელი დრო, – საუკუნე სიბრძნისა, საუკუნე სიგიჟისა, დღეები რწმენისა, დღეები ურწმუნოებისა, ჟამი სინათლისა, ჟამი წყვდიადისა, გაზაფხული იმედებისა, ყინვა სასოწარკვეთისა, ჩვენ ყველაფერი წინ გვქონდა, ჩვენ წინ აღარაფერი გვქონდა, ჩვენ ხან ზეცაში დავფრინავდით, ხან კი ჯოჯოხეთში ვინთქმებოდით, – ერთი სიტყვით, ეს დრო ძალიან ჰგავდა ახლანდელს.” – ჩარლზ დიკენსი

25188663_847919592055350_8162074774073700013_o

გიოცნებიათ პარიზსა და ლონდონში მოგზაურობაზე? ალბათ ბევრი პირადად სტუმრობდა ამ ქალაქებს, ბევრი სამომავლოდ გეგმავს მათ მონახულებას, თუმცა ისეთ საფრანგეთსა და ინგლისს ვეღარ ნახავთ, როგორსაც ჩარლზ დიკენსი წარმოაჩენს… და ეს ძალიან კარგია! რატომ? ახლავე გიამბობთ. More