სამოთხის ამ მხარეს

„სამოთხის ამ მხარეს დიდი ვერაფერი ბედენაა ჭკუა-გონება.“ (რუპერტ ბრუკი
)

სამოთხის ამ მხარეს, მე-20 საუკუნის დასაწყისის ამერიკაში ემორი ბლეინი ცხოვრობს. ის რომანტიკული ეგოისტია… ალბათ ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, როდესაც თავის პირველ რომანს წერდა… ამ დროს მას უკვე დასრულებული ჰქონდა სწავლა პრინსტონში, უყვარდა ზელდა, იყო ომში და წერდა… წერდა, თუმცა მისი პირველ პირში დაწერილი რომანი უარყვეს და მაშინ მან შექმა ის, რასაც დღეს ვკითხულობთ (თუმცა რომ არა მაქსველ პერკინსი, ალბათ საერთოდ ვერ წავიკითხავდით ფიცჯერალდს, ჰემინგუეის, ვულფს…)… მეტი

აბესალომ, აბესალომ!

“და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!”

უილიამ ფოლკნერის ერთი წიგნი, მისი თუნდაც ერთი პატარა მოთხრობაც კი თუ წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ მასთან “შეხვედრა” მარტივი სულაც არაა… მაგრამ ძალიან სასიამოვნო კი არის. გრძელი წინადადებები (სწორედ “აბესალომ, აბესალომ!” არის ის წიგნი, რომელიც შეიცავს ყველაზე გრძელ – 1288 სიტყვიან – წინადადებას), ფრჩხილები (ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე, რომ ფოლკნერის ხელწერა მაქვს:)))) და იშვიათი აბზაცი და დიალოგი ამძიმებს კითხვის პროცესს, თუმცა ამასთანავე ისე გვითრევს, რომ თავი იოკნაპატოფას ოლქში გვგონია. ზუსტად ასევეა მისი ერთ-ერთი საუკეთესო (ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, რაც უკვე წავიკითხე) ნაწარმოები “აბესალომ, აბესალომ!” მეტი

მის მარპლი პადინგტონის სადგურზე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პადინგტონის სადგურზე! ფიქრობთ, რომ წინ ჩვეულებრივი მგზავრობა გელით? ნურას უკაცრავად! თქვენ ხომ მოხუც ქალბატონთან ერთად იმგზავრებთ და მკვლელობას საკუთარი თვალით ნახავთ… თუმცა შეიძლება ყველაფერი აქ დასრულებულიყო, რომ არა ერთი ფაქტი – ზემოთხსენებული ქალბატონი მის მარპლის მეგობარი გახლავთ! მეტი

კიდევ ერთი გოგო ბრონტეს გვარიდან

დები ბრონტეების გვარის გაგონებისას ალბათ პირველ რიგში შარლოტა და მისი “ჯეინ ეარი” გახსენდებათ, შემდეგ – ემილი და “ქარიშხლიანი უღელტეხილი” (პირადად მე სწორედ ემილი მიმაჩნია გამორჩეულად და ვფიქრობ, რომ მისი უდროო გარდაცვალებით ბრიტანულმა მწერლობამ დიდი დანაკლისი განიცადა). ენ ბრონტე კი ნაკლებად ცნობილია და მისი ორ რომანს იშვიათად იხსენებენ. აქამდე მას არც მე “შევხვედრივარ”, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი და მას შემდეგ, რაც ბიოგრაფიული ფილმი ვნახე, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გამეცნო კიდევ ერთი გოგო ბრონტეს გვარიდან. მეტი

გერმანული ტრაგედია

64097საბჭოთა რეალობაზე ძალიან ხშირად გიყვებით, მეორე მსოფლიო ომის მრავალმხრივ სახეზეც… სულ ცოტა ხნის წინ კი ამ მრავალწლიანი ტრაგედიის შესახებ ასტრიდ ლინდგრენის აზრი ამოვიკითხე, რომელიც გერმანელებს, აფასებს და მათ შორის სამართლიან ადამიანებს ხედავს. ეს მართლაც ასეა. ნაცისტურ გერმანიაშიც ცხოვრობდნენ გმირები, რომლებმაც ბრძოლის ველზე ან საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ… ან სულაც გადარჩნენ და ახალი გერმანიის შენება დაიწყეს… ახლა სწორედ მათზე მინდა გიამბოთ… კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ გერმანული ტრაგედია… მეტი

ზოლას პარიზი ანუ დაბრუნება რუგონ-მაკარებთან

indexპარიზში მინდა! არა, დღევანდელ პარიზს არ ვგულისხმობ. იქ მოხვედრა იმდენად გამარტივდა, რომ საოცნებოც კი არაფერია… ზოლას პარიზი კი სულ სხვაა – ქალაქი, რომელიც არასდროს დაბრუნდება (აკას თბილისისა არ იყოს). რატომ მხიბლავს ეს “წარსული” ქალაქი ასე ძალიან? ახლავე მოგახსენებთ… მეტი

გუმბათის ქვეშ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩესთერ-მილში! მოგენატრათ უიმედოთა ქალაქი ან ნისლში გახვეული სუპერმარკეტი? მაშინ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა შეიხედოთ.

ჩესთერ-მილი ერთი ჩვეულებრივი პატარა ქალაქია, რომელიც, როგორც ყველა დასახლებული პუნქტი, კარგი და ცუდი ადამიანებითაა სავსე. აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება – ქალაქის მმართველი ჩუმად ათას სისაძაგლეს სჩადის, პოლიციის დიდი ნაწილი არაკომპეტენტურია, თითოეულ მოქალაქეს თავისი საკუთარი პრობლემა აქვს… მაგრამ ეს ძალიან მშვიდი ცხოვრება სრულიად მოულოდნელად რადიკალურად იცვლება – ადამიანები “უცნაურ ტყვეობაში” აღმოჩნდებიან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩესთერ-მილი გუმბათის ქვეშ “ჩაიმალება”. გუმბათის წარმოშობას თვით აშშ-ს მთავრობაც კი ვერ ადგენს და სანამ პოლკოვნიკი კოკსი ქალაქში შემთხვევით დარჩენილ ერაყში ნაომარ დეილ ბარბარას სასწრაფო წესით საკუთარ წოდებამდე ამაღლებს, ქალაქში დიდი ამბები იწყება. თუ ადრე მსოფლიოს გამორჩეული სახელმწიფოს შუაგულში მყოფი ქალაქი “რესპექტაბელურ იერს” ინარჩუნებდა, ახლა, როცა მოსახლეობა ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდა, ყველამ (გაითვალისწინეთ, რომ თითოეული პერსონაჟი თანაბრად მნიშვნელოვანია) გამოაჩინა თავისი უარყოფითი (დადებითიც, მაგრამ ერთეულებმა) მხარეები (ხანდახან ისეთი, რომ წარმოდგენაც კი შეგზარავთ) და გუმბათის ქვეშ არნახული ამბები დატრიალდა, რაც, რა თქმა უნდა, თავად უნდა ნახოთ. არც გუმბათის წარმოშობაზე გეტყვით რამეს, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ – ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. დასასრულიც არ იქნება პროგნოზირებადი (აქ ხომ ყველაფერი ერთადაა – დიქტატურა, ბრბოს ფსიქოლოგია და ა.შ.). ასე რომ მოემზადეთ – წინ ბევრი საინტერესო ეპიზოდი, ბევრი სისხლი და ბევრი მოულოდნელობა გელით! მეტი

ჩონჩხების გუნდი

“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი

10730245_756379961099795_4696252966897078254_nსიმართლე გითხრათ, მოთხრობები დიდად არ მიყვარს. ზუსტად ისეთი მკითხველი ვარ, როგორიც სტივენ კინგმა დაახასიათა შესავალში – ხანგრძლივ ურთიერთობებს ვანიჭებ უპირატესობას და ამიტომ რომანების მოყვარული გახლავართ… თუმცა მისტერ კინგმა მოახერხა და რამდენიმე დღით მოთხრობების კრებულს მიმაჯაჭვა…

პირველი და ყველაზე ვრცელი მოთხრობის – “ნისლის” – პოპულარობა სამართლიანი აღმოჩნდა. აბა, მიდით და თუ მაგრები ხართ, სულმოუთქმელად ნუ ჩაიკითხავთ უცნაურ ნისლში გახვეული ქალაქის ამბავს, რომლის მოსახლეებსაც ბურუსიდან გამოვარდნილი არსებები ესხმიან თავს. თავიდან მუტანტი ობობები, რვაფეხის “გარე ბიძაშვილები” და გიგანტურ ბუზებზე მონადირე ფრინველები ყველაზე დიდი უბედურება გეგონებათ, მაგრამ რელიგიური ფანატიზმი რომ იმძლავრებს, იქნებ სუპერმარკეტიდან პირდაპირ მათ ხახაში მოგინდეთ “ჩახტომა”… დასასრულზე საერთოდ ვერაფერს გეტყვით –  ისეთი აქვს, რომ საყვარელ სტივენს იქნებ ორიოდე მკვახე სიტყვაც კი აკადროთ (სცენარისტს კიდევ “უარესი” ფანტაზიისთვის მეტიც ერგება) 🙂 მეტი

“ექიმი ძილი” – დენი ტორანსის დაბრუნება

1781996_752857158118742_6698721283252950971_nგახსოვთ დენი ტორანსი (ფილმი თუ არ გაქვთ ნანახი, წიგნის ქართული თარგმანი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა)? დიახ, ის “მანათობელი” ბიჭუნა, რომელიც ლამის საკუთარმა მამამ იმსხვერპლა, უფრო სწორად კი, სასტუმრო “ოვერლუკმა”… თურმე ნუ იტყვით და ზრდასრულობის ასაკში შესულ დენს მამამისივით სმა დაუწყია და ლოთობის მორევში ჩაძირულა. ვინ იცის, რა დაემართებოდა, რომ არა ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც მის და ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა… მეტი