სტამბოლის უცნაური ფიქრები

34312392კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტამბოლში – მევლუდის ქალაქში! დიახ, ჩვენი ძველი ნაცნობი ორჰან ბეი ისევ სტამბოლზე გვიამბობს. მოხეტიალე გამყიდველი და მისი მრავალფეროვანი ოჯახი სწორედ იმიტომ გადმოგვცემენ საკუთარი (ჩემო მოკრძალებული აზრით, ძალიან საინტერესო) ცხოვრების ამბავს, რომ სტამბოლის მრავალწლიანმა ისტორიამ ჩვენს თვალწინ გაირბინოს. ჩვენც მათთან ერთად მივუყვებით ძველი ქალაქის ქუჩებს, თითქოს შევიგრძნობთ ბოზას გემოსა და ქაბაბის სურნელს, მევლუდთან ერთად ვუგდებთ ყურს უცნაურ ფიქრებს, ვუყურებთ, თუ როგორ იცვლება ქალაქი 1969 წლიდან 2012 წლამდე, ათასგვარ საქმეს ვკიდებთ ხელს, უამრავ ადამიანს ვხვდებით და საბოლოოდ იცით რას ვაცნობიერებთ? ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ქალაქშიც, ქვეყანაშიც… შეიძლება სტამბოლის ქუჩები სამხედრო აჯანყებებმა, რუსეთისა და ჩინეთის მომხრე  კომუნისტებისა და ისლამისტების გამოსვლებმა მოიცვას, ოჯახური საკვები და სასმელი ქარხნულმა შეცვალოს, მიწურები კი – ცათამბრჯენებმა, მაგრამ ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც ყოველთვის იგივე დარჩება. ეს რაღაც კი სტამბოლის სულია, მისი უცნაური ფიქრები… ბედისწერა, რომელიც ერთხელაც აუცილებლად მიახვედრებს უბრალო გამყიდველს, რომ მის ცხოვრებაშიც მოვიდა ბედნიერება… More