ახალი წელი 2015

desktop20christmas20trees20books204928x326420wallpaper_www-wallpaperfo-com_42ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა… მეტი

ვილოცოთ ჩერნობილისთვის

„26 აპრილის ღამე… ერთ ღამეში ისტორიის სულ სხვა მხარეს გადავინაცვლეთ. ახალ რეალობაში გადავხტით და ის, ახალი რეალობა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდნის, არამედ ჩვენი წარმოსახვის მიღმაც კი აღმოჩნდა. დროთა კავშირი დაირღვა…“

1116094ტელევიზორის წინ ვზივარ და უკვე მერამდენედ ვუყურებ დატბორილ თბილისს, დაღუპულ ადამიანებსა და ცხოველებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. ისინი სტიქიამ იმსხვერპლა… უმართავ მოვლენას შეეწირა (და მომავალშიც შეეწირება) უამრავი ჩერნობილელიც, მაგრამ თბილისის, ნეპალის, იაპონიის ან სხვა ადგილებისგან განსხვავებით, მსხვერპლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. თუმცა ეს არ მოხდა და დღეს ჩერნობილი (პირობითად, რადგან რადიაციული ღრუბელი დიდ მანძილზე გავრცელდა) ცალკე სამყაროა, ჩერნობილელები კი – ცალკე ერი… მეტი