პალატა № 6

შემობრძანდით! ეს პალატა N 6-ია! ის იმ ქვეყანაში მდებარეობს, რომელშიც ჭკვიანი ადამიანები ფსიქიკურად გაუწონასწორებლებად მიიჩნევიან და იზოლირებულად ცხოვრობენ, ძალაუფლება კი მათ ხელშია, ვინც თავს იბრმავებს და მოჩვენებით კომფორტს სჯერდება… და რა მოხდება მაშინ, თუ მთავარი ექიმი რაგინის მსგავსად თვალი აეხილებათ, პალატა N 6-ში მცხოვრებ გრომოვთან გააბამენ დიალოგს და მიხვდებიან, რომ რეალობა სულ სხვაგვარია? დიახ, მარტივი არაა საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმა, თუნდაც ხვდებოდე, რომ ისინი მცდარია. რთულია ჩვეული გზიდან გადახვევა… აკი რაგინმაც ბევრჯერ სცადა თვალის დახუჭვა, მაგრამ გრომოვმა თუ უბრალოდ საკუთარმა თავმა არ მისცა საშუალება, რომ ისევ მხსნელ “ნაჭუჭში” ჩაკეტილიყო, ისევ მშვიდად ეცხოვრა, წიგნით ხელში დალოდება ცხელ ვახშამს, დილით კი სამსახურში წასულიყო და არ შეემჩნია საავადმყოფოში გამეფებული ანტისანიტარია და სისასტიკე… მაგრამ ვერ შეძლო და შედეგად პალატა N 6-ში მოხვდა… რატომ? იმიტომ რომ ის ერთი იყო, სხვები კი, რომლებმაც განსახვავებული გადაწყვეტილება მიიღეს, მეტნი… აი, ასე ხდებოდა 1892 წელს და ასე ხდება დღესაც…

რუსული ნოველა

“მოდით, დავლიოთ რუსული ლიტერატურის სადღეგრძელო! ამ ერს დიდებული არაფერი შეუქმნია, ლიტერატურისა და საიდუმლო პოლიციის გარდა.” – ვასილი აქსიონოვი (“მოსკოვური საგა”)

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ქვეყნის ლიტერატურას თავისი განუმეორებელი ხიბლი ახლავს თან. გემოვნების შესაბამისად ყველას აქვს ფავორიტი “ლიტერატურული” ადგილები (მაგალითად, ჩემთვის ნომერი პირველი ამერიკაა), თუმცა არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ბიბლიოფილებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათ შორისაა რუსეთიც, რომელიც თუ რამით მოიწონებს თავს (ვასილი აქსიონოვი ტყუილად არაფერს ამბობდა), სწორედაც რომ ლიტერატურით… მეტი

ჟანრები აკუნინისგან

i_001ბორის აკუნინი რომ ძალიან მიყვარს, ალბათ შეამჩნევდით, მაგრამ საკუთარ მაგალითზე იმასაც დააფიქსირებდით, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. “ბნელი კოშკის” პირველი ნაწილის შემდეგ ვცდილობ სერიები არ “დავანაწევრო” (“მხედვარის” სრულად გამოსვლასაც კი გმირულად ველოდები), მაგრამ გრიგოლ შალვოვიჩის “ჟანრებიდან” მხოლოდ “საბავშვო წიგნი” “მოვიდა” ჩემამდე, დანარჩენებს კი მხოლოდ ახლა “გადავეყარე” ქინდლის უკიდეგანო მეხსიერებაში… თუმცა აჯობებს თუ პირდაპირ საქმეზე გადავალთ 🙂 მეტი