ზაფხული კუნძულ სალტკროკაზე

ასტირ ლინდგრენი რომ გამორჩეულად მიყვარს, ეს უკვე ყველამ იცის 🙂 სახურავის ბინადარი კარლსონისა და პეპი გრძელიწინდას ამბები დღემდე თითქმის ზეპირად მახსოვს და ჩემი პირველი დამოუკიდებლად წაკითხული წიგნის თაროდან გადმოღებას აზრი აღარ აქვს. სამაგიეროდ ფრაუ ასტრიდის სხვა გმირებს მხოლოდ თითოჯერ გავეცანი (მაშინ წიგნები რთულად იშოვებოდა და ძირითადად ნათხოვარი წიგნებით ვკმაყოფილდებოდით). ჰოდა, როგორც კი ქინდლი ვიგდე ხელთ, სასწრაფოდ განვათავსე თაროზე საყვარელი წიგნები (ქართული თარგმანები ძალიან სასიამოვნოდ მახსოვს, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის რუსულიც ნორმალურია) და ნელ-ნელა შევუდექი “დაგემოვნებას”… More