რუსეთის წარსული, აწმყო და მომავალი

734822_4690098044790_363046036_nგახსოვთ, რამდენიმე თვის წინ საბჭოთა ეპოქაზე რომ ვისაუბრეთ? ახლაც “მონათესავე” წიგნები მინდა გაგაცნოთ – ოთხი ანტიუტოპია, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება რუსეთის წარსულს, აწმყოსა და იქნებ მომავალსაც…

ვასილი აკსიონოვის “კუნძული ყირიმი” “მოსკოვურ საგას” ვერც შეედრება, თუმცა ფრიად საინტერესო დაშვებაზე კი გახლავთ დაფუძნებული – რა მოხდებოდა, თუ ყირიმი გადაურჩებოდა საბჭოთა ოკუპაციას და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა? როგორც აღმოჩნდა, ბევრი არც არაფერი. მართალია, ყირიმი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუსწრებდა სსრკს (რომელიც, მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ “ოფიციალურად” გახლდათ სამოთხე, თორემ რეალურად ძალიან ჩამორჩენილ იმპერიად დარჩა) და მისი ქუჩები უცხოური მანქანებით, ჯინსებში გამოწყობილი ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდებით და ბარებით გაივსებოდა, მაგრამ ბედისწერისგან გაქცევა მაინც ვერ მოხერხდებოდა, მით უფრო რომ თავად ხალხი მოისურვებდა გასაბჭოებას (მოღალატეები ხომ ყოველთვის და ყველგან არსებობენ)… სსრკ-ც თავისი ჩვეული სტილით “შეაჭენებდა” ტანკებს სიმფეროპოლში და გვიან, მაგრამ მაინც ჩაიგდებდა ხელში აყვავებულ კუნძულს… More