ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიგერიაში, კერძოდ კი იბოს ტომში! აქ მკაცრი ტრადიციები სუფევს – ქორწინება უფრო ფინანსურ გარიგებას ჰგავს, ტყუპების დაბადება ბედნიერება კი არა, უდიდესი ტრაგედიაა და ბავშვების თავიდან მოშორებით სრულდება, მძიმე ავადმყოფებს ისე უყურებენ, როგორც უწმინდურებს და ტყეში ტოვებენ, ყველაფერს ბრძოლებში გამოცდილი “უხუცესები” წყვეტენ… მათ შორისაა ოკონკვოც, რომელიც ტომში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა, ცოლებთან და შვილებთან ერთად “მშვიდად” ცხოვრობს და ცვლილებებზე არც კი ფიქრობს… მაგრამ ოდესმე ყველაფერი იცვლება. აფრიკას ბრიტანელი კოლონიზატორები იკავებენ და ნელ-ნელა იბოელთა პირსისხლიან ღმერთებს ქრისტიანთა მოწყალე და ერთადერთი ღმერთი ანაცვლებს, უხუცესთა წესებს – დაწერილი კანონები… ხალხის ნაწილი ახალ გზას ადგება, ნაწილი კი, ოკონკვოს ჩათვლით, ვერაფრით ეგუება სიახლეებს, ვერ იაზრებს, რომ ოდესმე ტრადიციები (ჩვენთვის ბარბაროსულად რომ გამოიყურება, მათთვის კი ცხოვრების აზრია) დავიწყებას მიეცემა… ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს… მეტი

შემოდგომა აზიასა და აფრიკაში

532368_10151311633067801_350978243_n

სალმან რუშდის “შუაღამის შვილები” – 1947 წლის 15 აგვისტო, ზუსტად შუაღამე… ჯავაჰარლალ ნერუმ ტელევიზიით ინდოეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამშობიაროში კი სალემ სინაი დაიბადა – “შუაღამის შვილი”… პრემიერ-მინისტრის წერილისა არ იყოს, სალემის ცხოვრება ახლადდაბადებული ინდოეთის ცხოვრების სარკე უნდა ყოფილიყო და ასეც აღმოჩნდა – მისი და სხვა შუაღამის შვილების (სულ 581), სალემის გარემოცვის ცხოვრება ისე გადაეჟაჭვა ინდოეთის მომავალს, რომ მათ შორის საზღვარი გაქრა. სალემი (ინდოელ მარკესად წოდებული რუშდი) დაპყრობილი და დამოუკიდებელი ინდოეთის, მისი დაშლისა და შემდგომი მმართველობის შესახებ გვიამბობს (ინდირა განდისა და მუსლიმური პაკისტანისადმი მის დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ არის, რომ სალმან რუშდი ბრიტანეთში ცხოვრობს). 1910-1976 წლების ინდოეთის (ნაწილობრივ პაკისტანისა და ბანგლადეშის) გაცნობა თუ გსურთ სწორედ შუაღამის შვილს – სალემ სინაის უნდა მიმართოთ! მეტი