მეამბოხე ხახვი

გაიცანით, ეს ჩიპოლინოა! იცნობთ? რა თქმა უნდა! ის ხომ ბავშვობიდან გვიყვარს. ცრემლები მოიწმინდეთ, პატარა ხახვი ჩიპოლინო აქ იმისთვის არ მოსულა, რომ ცრემლი მოგგვაროთ – ტირილი კავალერი პომიდორის ხვედრია… პატარა ხახვს კი სულ სხვა მიზანი აქვს – მამა ჩიპოლონე უნდა დაიხსნას უსამართლო ტყვეობიდან. ნაცნობი სიტუაციაა, არა? რეალურ ცხოვრებაშიც არაერთხელ გვინახავს პრინცი ლიმონოს მსგავს ხელისუფალთ როგორ “აბიჯებენ ფეხს კოჟრზე” და შედეგად გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან ხოლმე… გაბღენძილი გრაფინია ალუბლების (ამდენი წლის მერეც კი ხმამაღლა მეცინება, წიგნის ილუსტრაციაზე გამოახულნი რომ მახსენდებიან) მსგავსი “დიდგვაროვნების” მეტიც რა შეგვხვედრია… სწორედ ასეთ ცალსახა უსამართლობასთან საბრძოლველად დარაზმა ჩიპოლინომ მარწყვა, ალუბალა, ბოლოკა, პრასა, პროფესორი მსხალა, მეწაღე ყურძენა და ნათლიდედა გოგრიკო… მათ ძლივსძლივობით აშენებული სახლის დაკარგვით გამწარებული ნათლიმამა გოგრაც შეუერთდა და მერე მოხდა, რაც მოხდა… გაზულუქებულ ციტრუსებს სულ კუდით ქვა ასროლინეს, ალუბალას მჩაგვრელი გრაფინიებიც ზედ მიაყოლეს და ხილ-ბოსტნეულის სამყაროში სიმშვიდე გაამეფეს… More