ჩონჩხების გუნდი

“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი

10730245_756379961099795_4696252966897078254_nსიმართლე გითხრათ, მოთხრობები დიდად არ მიყვარს. ზუსტად ისეთი მკითხველი ვარ, როგორიც სტივენ კინგმა დაახასიათა შესავალში – ხანგრძლივ ურთიერთობებს ვანიჭებ უპირატესობას და ამიტომ რომანების მოყვარული გახლავართ… თუმცა მისტერ კინგმა მოახერხა და რამდენიმე დღით მოთხრობების კრებულს მიმაჯაჭვა…

პირველი და ყველაზე ვრცელი მოთხრობის – “ნისლის” – პოპულარობა სამართლიანი აღმოჩნდა. აბა, მიდით და თუ მაგრები ხართ, სულმოუთქმელად ნუ ჩაიკითხავთ უცნაურ ნისლში გახვეული ქალაქის ამბავს, რომლის მოსახლეებსაც ბურუსიდან გამოვარდნილი არსებები ესხმიან თავს. თავიდან მუტანტი ობობები, რვაფეხის “გარე ბიძაშვილები” და გიგანტურ ბუზებზე მონადირე ფრინველები ყველაზე დიდი უბედურება გეგონებათ, მაგრამ რელიგიური ფანატიზმი რომ იმძლავრებს, იქნებ სუპერმარკეტიდან პირდაპირ მათ ხახაში მოგინდეთ “ჩახტომა”… დასასრულზე საერთოდ ვერაფერს გეტყვით –  ისეთი აქვს, რომ საყვარელ სტივენს იქნებ ორიოდე მკვახე სიტყვაც კი აკადროთ (სცენარისტს კიდევ “უარესი” ფანტაზიისთვის მეტიც ერგება) 🙂 More

Advertisements