გიყვართ ბრიტანული ლიტერატურა? ალბათ პასუხი დადებითია, რადგან ზოგადად ლიტერატურა ბრიტანეთის (ისევე როგორც აშშ-ს, საფრანგეთის, რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის) გარეშე წარმოუდგენელია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქვეყანაში მწერლობის განსაკუთრებული აღმავლობა ვიქტორიანულ ეპოქას ემთხვევა (ბრიტანეთს ახლაც არ აკლია საინტერესო მწერლები, მაგრამ მაინც) და ეს თავად პერიოდიდან გამომდინარეობს. შეიძლება ზოგიერთ მკითხველს ამ ტიპის წიგნები მოსაწყენად ეჩვენება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინდელ ავტორებს (რაც უნდა გასაოცარი იყოს, ძირითადად ქალებს) განსაკუთრებული ხელწერა აქვთ და გმირებად ძირითადად ძლიერი ქალები ჰყავთ არჩეული (ძირითადად ქალ ავტორებს). გამონაკლისი არც ელიზაბეტ გასკელი გახლავთ. მისი “ჩრდილოეთი და სამხრეთიც” “ვიქტორიანული სტილითა” და ძალიან საინტერესო მთავარი პერსონაჟით გამოირჩევა. მეტი
ჩრდილოეთი და სამხრეთი ბრიტანულად
08 მაისი 2017 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ელიზაბეტ გასკელი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჩრდილოეთი და სამხრეთი
ბოლო კომენტარები