რამდენ გამოგონილ სამყაროში გიმოგზაურიათ? თუ ლიტერატურა (განსაკუთრებით კი სამეცნიერო ფანტასტიკა/ფენტეზი) გიყვართ, რა თქმა უნდა, უამრავში… ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა მწერალს თავისი განუმეორებელი სამყარო აქვს. მათ შორის არიან არკადი და ბორის სტრუგაცკებიც. დიახ, შეიძლება მათი სივრცე არ არის აზიმოვივით “მეცნიერული” ან ბრედბერის მსგავსად “დახვეწილი”, თუმცა ჩემთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასია. მერე რა, თუ დღეს სსრკ აღარ არსებობს. გარემო სულაც არ შეცვლილა. აქ ორშაბათი ისევ შაბათს იწყება და ღმერთობაც ძველებურად ძნელია… დასახლებულ კუნძულზე – პლანეტა სარაკშზე – კვლავაც ცხოვრობენ “ნაცრისფერი” ადამიანები და ჩვენც მაქსიმთან ერთად მათ ცხოვრებას ვადევნებთ თვალს, მათთან ერთად ვიბრძვით და ვმარცხდებით (ასეთ ბრძოლაში ხომ არავინ იმარჯვებს)… More
სტრუგაცკების სამყარო
05 აპრილი 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:განწირული ქალაქი, დასახლებული კუნძული, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ძმები სტრუგაცკები
ძნელია ღმერთობა
18 მაისი 2015 3 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქეთევან ნიკოლეიშვილი, ძმები სტრუგაცკები, ძნელია ღმერთობა, წიგნები ბათუმში
“იქ, სადაც რუხობა იმარჯვებს, ძალაუფლებას ყოველთვის შავები იგდებენ ხელში”.
ოდესმე გიფიქრიათ რას გააკეთებდით, ღმერთი რომ იყოთ? ალბათ ირგვლივ ყველაფერს შეცვლიდით და ბედნიერად იცხოვრებდით… მაგრამ სინამდვილეში ღმერთობა სულაც არ არის ასე ადვილი…
დონ რუმატა (დედამიწაზე – ანტონი) უცხო პლანეტაზე გამგზავრებამდე მრავალჯერ შეამოწმეს, საფუძვლიანად მოამზადეს, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ის მოხვდა სამყაროში, სადაც პოლიტიკური ინტრიგები, მკვლელობები, აჯანყებები ყოველდღიურობის ნაწილია. ასეთ საზოგადოებაში ღმერთობას სჯობს, რომ მათნაირი გახდე – ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნები, თუ შენც ბოლომდე ჩაეფლობი თავგასულობის ჭაობში… მაგრამ სანამ ამას გაითავისებს, რუმატა თავს ღმერთად გრძნობს და თვლის, რომ ვალდებულია რაღაც გამოასწოროს, ოღონდ ისე, რომ უმეცრებით ცოდვაში ჩამდგარ ხალხს არაფერი დაუშავოს. ღმერთს ამის უფლება არ აქვს… More
მარტის მოგზაურობები
20 მარ 2014 10 Comments
in იაპონური, ლიტერატურა, რუსული, სამხრეთაფრიკული, ჩეხური ტეგები:გოდოლი, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მისტერ ფო, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პიკნიკი გზის პირას, სამხრეთით საზღვრის მიღმა მზის დასავლეთით, სტალკერი, ტარკოვსკი, ფრანც კაფკა, ძმები სტრუგაცკები, წიგნის სახელოსნო, ჯონ მაქსველ კუტზეე, ჰარუკი მურაკამი
ჰარუკი მურაკამის “სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით” – ჰაჯიმე წარმატებული ბარის მფლობელია, შიმამოტო – მისი ბავშვობის სიყვარული. ჰაჯიმეს ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებს შიმამოტოს, ვერც იძუმის, რომელსაც ოდესღაც ცუდად მოექცა. ჰაჯიმე ბედნიერია, მაგრამ თავს მაინც ისე გრძნობს, როგორც მზის დასავლეთით (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ). ჰაჯიმეს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება – ბავშვობაში უბრალოდ განიცდიდა დედისერთობას, უბრალოდ გაიცნო ასევე დედისერთა შიმამოტო, შემდეგ უბრალოდ ვეღარ ჩავიდა მის სანახავად, იძუმის უბრალოდ უღალატა მისსავე ბიძაშვილთან, ცოლსაც უბრალოდ ღალატობდა და შიმამოტოსთან შეხვდრასაც უბრალოდ გაურბოდა, სანამ თავად შიმამოტო ძალიან უბრალოდ არ მიუჯდა გვერდით… მერეც ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება – ჰაჯიმე უბრალოდ რჩება დიდი სიცარიელისა და მელანქოლიის ამარა… და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჰაჯიმე უბრალო იაპონელი ბიჭია – უბრალო განცდებითა და უბრალო ცხოვრებით… More
ფანტასტიკური ოქტომბერი (ნაწილი II)
28 ოქტ 2012 27 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, ლიტერატურა, რუსული ტეგები:დევიდ მიტჩელი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორშაბათი იწყება შაბათს, ტოლკინი, ურსულა ლე გუინი, ღრუბლიანი ატლასი, ძმები სტრუგაცკები, წყვდიადის მარცხენა ხელი, ჰობიტი
დევიდ მიტჩელის “ღრუბლიანი ატლასი” – წარმოიდგინეთ, რომ რუსულ “მატრიოშკას” ხსნით, შიგნით კი თოჯინების ნაცვლად ლაბირინთია, რომელიც ექვსი ნაწილისგან შედგება. პირველი მეცხრამეტე საუკუნის ნოტარიუსია, რომელიც ავსტრალიიდან აშშ-ში ბრუნდება; მეორე – ახალგაზრდა კომპოზიტორი, რომელიც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ევროპაში სულითა და სხეულით ვაჭრობს; მესამე – 70-იანი წლების კალიფორნიაში მცხოვრები ჟურნალისტი, რომელმაც შეთქმულებას ახადა ფარდა; მეოთხე – ჩვენი თანამედროვე მცირე გამომცემელი, რომელმაც უცებ დიდი ფული იშოვა და ბანდიტების სამიზნე გახდა; მეხუთე – კორეელი კლონი-მოსამსახურე; მეექვსე – ცივილიზაციის დასასრულს ჰავაის კუნძულზე მცხოვრები მწყემსი… ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ისტორიებია, მაგრამ სინამდვილეში მათ ერთი რამ აკავშირებთ – რეინკარნირებული სული: “სულები მოგზაურობენ დროში ისე, როგორც ღრუბლები მოგზაურობენ ცაზე, და მიუხედავად იმისა, რომ არც ღრუბლის ფორმა, არც შეფერილობა, არც ზომა იგივე არ რჩება, ის ისევ ღრუბელია. ზუსტად ასევეა სულიც…” მოკლედ, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. რჩევისთვის მადლობა ამ ბლოგის ავტორს 🙂 More
ბოლო კომენტარები