ძნელია ღმერთობა

“იქ, სადაც რუხობა იმარჯვებს, ძალაუფლებას ყოველთვის შავები იგდებენ ხელში”.

10947274_382308005283180_4728365131272849720_nოდესმე გიფიქრიათ რას გააკეთებდით, ღმერთი რომ იყოთ? ალბათ ირგვლივ ყველაფერს შეცვლიდით და ბედნიერად იცხოვრებდით… მაგრამ სინამდვილეში ღმერთობა სულაც არ არის ასე ადვილი…

დონ რუმატა (დედამიწაზე – ანტონი) უცხო პლანეტაზე გამგზავრებამდე მრავალჯერ შეამოწმეს, საფუძვლიანად მოამზადეს, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ის მოხვდა სამყაროში, სადაც პოლიტიკური ინტრიგები, მკვლელობები, აჯანყებები ყოველდღიურობის ნაწილია. ასეთ საზოგადოებაში ღმერთობას სჯობს, რომ მათნაირი გახდე – ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნები, თუ შენც ბოლომდე ჩაეფლობი თავგასულობის  ჭაობში… მაგრამ სანამ ამას გაითავისებს, რუმატა თავს ღმერთად გრძნობს და თვლის, რომ ვალდებულია რაღაც გამოასწოროს, ოღონდ ისე, რომ უმეცრებით ცოდვაში ჩამდგარ ხალხს არაფერი დაუშავოს. ღმერთს ამის უფლება არ აქვს… მეტი