განპყრობილები

ხშირად მსმენია, რომ მკითხველთა ნაწილი სამეცნიერო ფანტასტიკას არასერიოზულ საკითხავად მიიჩნევს. მომავალი, რომელიც შეიძლება არასდროს დადგეს, მათთვის საინტერესო არ არის… არადა, სინამდვილეში ეს მხოლოდ მომავალი კი არა, წარსული და აწმყოცაა… ამაში (და ჟანრის სხვა ღირსებებში) კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ ურსულა ლე გუინის “განპყრობილებს” გადაშლით… More

Advertisements

ერთი ყლუპი თავისუფლება

მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროს ცხოვრება გართულდა… ძალიან გართულდა… არა, ის მარტივი არც არასდროს ყოფილა. უბრალოდ ნელ-ნელა ტემპი იმატებს და პრობლემების რაოდენობა იზრდება. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელოვანია, რომ სტრესული სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ (ან თუნდაც ხანმოკლე შვებულების დროს, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა) რაიმე სასიამოვნო წავიკითხოთ. ყოველთვის ხომ არ ვართ იმის განწყობაზე, რომ “სერიოზულ” წიგნებს შევეჭიდოთ… ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის წერს ანა გავალდა… More

დიდი პატარა ტყუილები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირივის ნახევარკუნძულზე! ეს ხომ ნამდვილი სამოთხეა! აბა, თავად განსაჯეთ – განა შეიძლება, რომ ქალი უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე სელესტია? მას ხომ სიმპათიური, მდიდარი, მოსიყვარულე ქმარი და ორი შესანიშნავი ვაჟი ჰყავს… საწუწუნოდ არც მადლენს აქვს საქმე. მერე რა, რომ წლების წინ ქმარმა მიატოვა. მას შემდეგ ის ისევ შეხვდა საყვარელ მამაკაცს და ახლა მასთან და სამ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს… მშვიდი ცხოვრება აქვს ჯეინსაც. დიახ, ის მარტოხელა დედაა, მაგრამ ჰყავს ზიგი და ძალიან კარგი ოჯახი და მეგობრები მადლენისა და სელესტის სახით… ამ ადგილას ყველა ბედნიერია – სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები… ყველა… მაგრამ არის კი ეს რეალობა? More

ღამე ცირკში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღამის ცირკში! უკვე შუაღამემ ჩამოჰკრა და ცირკის კარიც ყველასთვის ღიაა. არ იცით, საით გაიხედოთ? არცაა გასაკვირი. ირგვლივ ხომ უამრავი კარავია და თითოეული საკუთარ საიდუმლოს მალავს. ისინი თითქოს გეძახიან, გაიძულებენ ჯერ მათში შეიხედოთ. ერთი კია – ირგვლივ ცირკისთვის დამახასიათებელ ფერადოვნებას ვერ შეამჩნევთ. ყველაფერი შავ-თეთრ და ნაცრისფერ ფერებშია, რაც თითქოს კიდევ უფრო გაშორებთ რეალურ სამყაროსთან. ამ ერთფეროვნებას მხოლოდ სტუმართა უწყვეტი ნაკადი და ცირკის “შვილების” წითური თმა “არღვევს”… არა, არა, არ შეშფოთდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინ მოსაწყენი მოგზაურობა გელით. პირიქით, თუ ცირკის ფარგლებში ერთხელ მაინც შეხვედით, საბოლოოდ უკან ვეღარ გამოხვალთ. თქვენც გახდებით იმ უცნაური (რბილად რომ ვთქვათ) თამაშის ნაწილი, რომელიც წლების წინ ორმა ჯადოქარმა დაგეგმა, თუმცა შემდეგ ამ თამაშის მიმდინარეობის სადავეები ვეღარ შეინარჩუნეს, რადგან საქმეში სიყვარული ჩაერთო და ყველაფერი აურია… ან იქნებ სწორედ ესაა ნამდვილი მაგია – ცირკის, მასთან დაკავშირებული გმირების (მწერალს მართლაც შესანიშნავი პერსონაჟები გამოუვიდა), მათ შორის, შეყვარებული “მტრების” და ჩვენი – ცირკის სტუმრების, იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც სამუდამოდ დაგვაკავშირა ერთმანეთთან ბედმა და ერინ მორგენსტენმა… More

კორის ცხოვრება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზეფირში – კორის ბავშვობაში! ან იქნებ თქვენს საკუთარ ბავშვობაში… ჩვენ ხომ ყველანი ვოცნებობდით თავგადასავლებზე… ეს ნატვრა უმეტესობას მხოლოდ რობერტ მაკამონის მსგავსი მწერლების დახმარებით აგვიხდა, თუმცა იშვიათად მაინც ხდება გამონაკლისი, როგორც კორის შემთხვევაში… More

ბავშვები შუშის სასახლიდან

ამბობენ, ბავშვობა ყველაზე ბედნიერი ხანააო… უმეტეს შემთხვევაში ეს ასეცაა, რადგან ცხოვრების პირველ წლებში ჩვენს პრობლემებს სხვები (მშობლები) აგვარებენ და ჩვენც მინიმალური (მოზრდილი ადამიანის გადასახედიდან, სასაცილო) პრობლემა გვრჩება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არაა. ჩვენს გვერდით არსებობენ ბავშვები, რომლებსაც თავად უწევთ ბრძოლა არსებობისთვის… More

სიყვარულით, ენტონი

ლიზა ჯენოვას ალბათ იცნობთ. მისი “ჯერ კიდევ ელისი” თუ არ წაგიკითხავთ, ფილმი მაინც გექნებათ ნანახი, რადგან ჯულიანა მურის შესანიშნავად შესრულებულმა მთავარმა როლმა ყველა კინომოყვარული შეძრა. რა თქმა უნდა, ჯულიანა ძალიან კარგი მსახიობია, თუმცა რომ არა სცენარი, ის ვერ შეძლებდა ასეთი სახის შექმნას. სწორედ ლიზა ჯენოვას დამსახურებაა, რომ ალცჰაიმერით დაავადებული ელისის ამბავმა მსოფლიო მოიარა და წიგნის ფურცლებისა თუ ეკრანის გავლით უამრავ ადამიანში გამოიწვია დაუვიწყარი ემოცია. More

შენ ფანჯარაში დანიილს დაინახავ

იცნობთ დანიილ ხარმსს? ის არც ისე ცნობილია ჩვენთვის, როგორც რუსული ლიტერატურის სხვა დიდოსტატები, თუმცა თუ მის ერთ მოთხრობას, ერთ ჩანაწერს მაინც წაიკითხავთ, აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ეს მისი “ნაკლები მნიშვნელობის” გამო არ მომხდარა. დიახ, ის არ არის კლასიკოსი. ის მეამბოხეა! თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ის დაუპირისპირდა ყველაფერს – ტრადიციულ ლიტერატურულ ფორმებს, საკუთარ სახელსაც კი… ის მწარე რეალობას არარეალური იუმორის “გავლით” გვიჩვენებდა, წერდა ბავშვებისთვის, რომლებიც, როგორც თავად ამბობდა, სძულდა… და თუ თქვენ შეიხედავთ “მის” ფანჯარაში, დაინახავთ დანიილს – არანორმალურ გენიოსს, რომელმაც შექმნა საოცარი ირონიით გაჟღენთილი აბსურდის სამყარო! More

ქალი ხავერდის ყელსაბამით

ალექსანდრე დიუმას პარიზს ალბათ ყველა იცნობს. მის მიერ შექმნილი  მუშკეტერების, გრაფი მონტე-კრისტოსა და უკანასკნელი ვალუების ამბები ბიბლიოფილთა უმეტესობისთვის ბედნიერ ბავშვობასთან ასოცირდება და რა გასაკვირია, თუ ამ ადამიანის ყოველი “ახალი” წიგნის გადაშლისთანავე თავბრუდამხვევ ისტორიაში გადავეშვებით ხოლმე.  ასე მოხდა მაშინაც, როდესაც “ქალი ხავერდის ყელსაბამით” აღმოვაჩინე (ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ზემოთსენებულ სერიებს შეედრება, მაგრამ ფრიად საინტერესო მონათხრობი კი გახლავთ) – კისრისტეხით “გავიქეცი” მორიგი თავგადასავლისკენ… More

პრაღელი გოლემი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პრაღაში! ეს არ არის ის ფერადი ქალაქი, რომელსაც დღეს ვხედავთ. ეს გუსტავ მაირინკის ნაცრისფერი პრაღაა, რომელშიც დემონები იმალებიან. გეტოს მისტიკურ ქუჩებში უცნაური ადამიანები დადიან უცნაური ისტორიებით, ლეგენდებით, ცხოვრებით… აქ არაფერია ჩვეულებრივი – არც გარემო, არც გმირები, არც სასიყვარულო, დეტექტიური თუ “საშინელებათა” ხაზი… ყველაფერს რაღაც უცნაური “გემო” დაჰკრავს… რაღაც ისეთი… თითქოს ძველ წვიმიან პრაღაში დავხეტიალობთ და ისე ვეხვევით არაჩვეულებრივ ამბებში, როგორც ობობას ქსელში… გოლემიც სულ ჩვენთანაა… არა, ფიზიკურად არა… უბრალოდ ის ყველგანაა – მთავარ პერსონაჟში, მის სიზმრებში, მის რეალობაში, ჩვენს რეალობაში… იმ რეალობასა და გამონაგონში, რომელთა შორის საზღვარსაც ერთი ჩვეულებრივი ქუდი ჰყოფს… ან იქნებ არც ჰყოფს… იქნებ საზღვარი უბრალოდ არ არსებობს… More

Previous Older Entries