წითური ქალი თურქეთიდან

32192528

ორჰან ფამუქს ალბათ იცნობთ. ქართულად მისი ყველა წიგნი გვაქვს, გარდა ჯერჯერობით უკანასკნელისა, თუმცა, როგორც ამბობენ, უახლოეს მომავალში ამ დანაკლისსაც შევივსებთ (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” უკვე მუშაობს ამ საკითხზე). წითური ქალი თურქეთიდან შემოვა ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენც გავყვებით ჯემს ჯერ ჭის სათხრელად, შემდეგ კი – პირველ სიყვარულსა და პირველ ცოდვასთან შესახვედრად… და გავყვებით ბოლომდე, რათა მასთან ერთად გავიაროთ გრძელი გზა ძიებისა… ჩვენც მასთან ერთად შევალთ სოფოკლესა და ფირდოუსის სამყაროში (რა ფორმით, ეს თავად ნახეთ) და შევიგრძნობთ ნამდვილი თურქეთის სურნელს… და გავოცდებით… გავოცდებით იმ დასასრულით, რომელიც ორჰან ბეიმ შეურჩია ოსტატის, მისი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა შეგირდისა და წითური ქალის ისტორიას… თუმცა ალბათ სწორედ ესაა კარგი წიგნის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი – დასასრული, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ… More