რასიზმზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? და სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე? ალბათ ძალიან ბევრი… თუმცა იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ მრავალმხრივ წიგნს, როგორიც ტონი მორისონის “ყველაზე ცისფერი თვალია”. More
ყველაზე ცისფერი თვალი
05 ივნ 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, ტონი მორისონი, ყველაზე ცისფერი თვალი, წლის ბესტსელერი
ღირსება აღმოსავლურად
05 სექ 2016 დატოვე კომენტარი
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:ელიფ შაფაქი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, ღირსება, წლის ბესტსელერი
რას ნიშნავს თქვენთვის “ღირსება”? რა თქმა უნდა, ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით, თუმცა კი არსი ინდივიდუალურად გვესმის. პირადად ჩემთვის სრულიად მიუღებელია ღირსების იმგვარი გაგება, როგორც ეს ელიფ შაფაქის წიგნშია (წიგნიც ხომ სწორედ ამიტომ დაიწერა – ეს რომ დაეგმო). თქვენ კი თავად უნდა გადაწყვიტოთ… თუმცა თუ ოდნავ მაინც დაეჭვდებით, აუცილებლად შეხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ელიფი გვაცნობს. More
გზა არსაით
10 აგვისტო 2015 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:გზა, ეკატერინე მაჩიტიძე, კინო, კორმაკ მაკარტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, წლის ბესტსელერი
სიმართლე გითხრათ, სამყაროს დასასრულის არასდროს მეშინოდა. ეს მოვლენა იმდენად ბუნდოვანი და მრავალფეროვნად “გაწიგნებულ-გაფილმებულია”, რომ მისი რეალურად წარმოდგენა ძალიან მიჭირს… უფრო სწორად – მიჭირდა. კორმაკ მაკარტის წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ აპოკალიფსი ზუსტად ისეთი შეიძლება იყოს, როგორისაც მეშინია… სულაც არ არის აუცილებელი, რომ ორმოცი დღე გადაუღებლად იწვიმოს ან კოსმოსში უმისამართოდ მფრინავი სხეული დაეცეს დედამიწას. ერთ “მშვენიერ” დღეს უბრალოდ ყველაფერი “გაქრება” (სავარაუდოდ ბირთვული აფეთქების შემდეგ) და ჩვენც მაკარტისეული მამა-შვილის მსგავსად გზას დავადგებით – გზას არსაით… და მოხდება ყველაზე დიდი ტრაგედიები – დავკარგავთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, აღარ გვექნება საკვები, ტანსაცმელი, ჭერი… თითოეული შემხვედრი ადამიანი შეიძლება ჩვენთვის სიცოცხლის დასასრულს ნიშნავდეს – ისინი გაგვძარცვავენ, დაგვხოცავენ, შეგვჭამენ… აღარ გვექნება იმედი, მაგრამ, მიუხედავად ამ საშინელებებისა, მაინც დარჩება ერთი რამ – სიკეთე და სიყვარული. ამ სამყაროშიც იარსებებს მამა, რომელიც მხოლოდ შვილისთვის იცოცხლებს და შვილი, რომელიც ყველაზე რთულ დროსაც კი იფიქრებს მამასა და სხვებზე, იმ მისიაზე, რომელიც უნდა შეასრულოს… არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, მაგრამ მე მგონია, რომ მხოლოდ ამიტომაც კი ღირს სიცოცხლე… მხოლოდ ამიტომაც კი ღირს გზის გაგრძელება… იქნებ ამ გზამაც მიგვიყვანოს სადმე…
P.S. გაინტერესებთ, როგორ დასრულდება მამა-შვილის სვლა? მაშინ წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “პალიტრა L”-მა გამოსცა სერია “წლის ბესტსელერის” ფარგლებში… მე კი ეკრანიზაციას ვუყურებ.
ბოლო კომენტარები