ფოლკნერი და ჰელერი ომზე…

22239975უილიამ ფოლკნერი უცნაური მწერალია, ძალიან უცნაური მწერალი… როგორც წესი, მას ან ფავორიტთა შორის ასახელებენ (ზოგჯერ გულწრფელად, ზოგჯერ კი “ინტელექტუალური” მიზეზებით), ან პირველი ცდის შემდეგ სამუდამოდ შორდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალი არ არის, მე მას უკვე მეხუთედ შევხვდი (მომავალში კიდევ ვგეგმავ). ამჯერად ის იგავს გვიამბობს… იგავს ომზე, რომელში მონაწილეობაც არ სურთ (გახსოვთ ეს ძალიან კარგი ფილმი?). ის აღწერს ერთ კვირას, რომელიც ბოლო დღეს მოსახდენი ტრაგედიის დიდი მოლოდინია… მოლოდინი ჯვარცმისა და ბოროტების (დროებითი) გამარჯვებისა… გითხრათ რაიმე ბიბლიური ალუზიების შესახებ? ალბათ არ ღირს. წიგნში ყველაფერი ისედაც ნათელია… More