ხელის აუკანკალებლად

გსმენიათ დაბა ჰოლკომბის შესახებ? არ გამიკვირდება, თუ არა. ამ დასახლებული პუნქტის არსებობა თვით აშშ-შიც კი ცოტამ თუ იცოდა, სანამ ორი ცივსისხლიანი მკვლელი ქლათერების ოჯახის ოთხ წევრს არ დახოცავდა. თრუმენ კეპოუტის (მე ამ გვარის სხვაგვარი ვერსია უფრო მომწონს, თუმცა რადგან ამ კონკრეტულ წიგნზე ვსაუბრობთ, თარგმანს ნუ ავცდებით) წიგნმა კი, რომელიც ჟურნალისტური ნაშრომისა და ტრადიციული პროზის ნაზავს წარმოადგენს, მთელს მსოფლიოს გააგებინა, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებობს ასეთი ადგილი – ერთი შეხედვით მშვიდი დაბა, რომელიც 1959 წელს გაუგონარი სისატიკით ჩადენილმა ოთხმაგმა მკვლელობამ შეძრა. More