“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი
ნაჩქარევი კოცნის ხიბლი
17 ივნ 2016 2 Comments
in არგენტინული, იაპონური, ლიტერატურა, შვედური, ჩინური ტეგები:ადამიანი-ყუთი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ეშმაკის დორბლი, კობო აბე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პერ ლაგერკვისტი, სიბილა, შან სა, ციური მშვიდობის კარიბჭე, ხულიო კორტასარი
სამხრეთის უბანში
03 მაისი 2016 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარი ბექაური, სამხრეთის უბანი, ხულიო კორტასარი
“ჩვენ არც დასავლეთი ვართ და არც აღმოსავლეთი. ვართ სამხრეთი. ხალხი არის სამხრეთელი…”
წაგიკითხავთ “ბებია, რეი და ამერიკა”? თუ პასუხი დადებითია, მაშინ დიდ სიამოვნებას მიიღებდით, თუ უარყოფითი, მაშინ ბევრი დაგიკარგავთ. არა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ განსაკუთრებული “სიღრმეებითა” და “ჩახლართული” სიუჟეტით გამოირჩევა… ამ წიგნის ხიბლი სულ სხვა რამეშია – გულწრფელობასა და თხრობის ისეთ სტილში, რომელიც თავს “სახლში” გაგრძნობინებთ. ასეთია “სამხრეთის უბანიც”. მეტი
მეორე მხარე
09 ივნ 2014 2 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აგვისტოს ნათელი, აგოტა კრისტოფი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გიუნტერ გრასი, კლასობანა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარი ბექაური, მეორე მხარე, მილან კუნდერა, ნიუ-იორკული ტრილოგია, პოლ ოსტერი, ტრილოგია, უილიამ ფოლკნერი, შეუცნობელი, ხულიო კორტასარი
“მე ვყვები ჩემს ამბავს და ჩემი ამბავი გრძელდება ასე”
გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ძალიან სახალისო წიგნზე – “ბებია, რეი და ამერიკა” – რომ ვისაუბრეთ (მე თუ მკითხავთ, მარტო ბებია ღირდა ერთ წიგნად)? ახლა კი მარი ბექაურის მეორე და სრულიად განსხვავებულ რომანზე მინდა გიამბოთ.
გოგონა ფსიქოლოგთან დადის და ყოველ სეანსზე, ყოველ ღამე, ყოველ წამს თავიდან ჩადის ექვს საფეხურს სარდაფისკენ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო… ის ექვსჯერ იგონებს ამბავს, ექვსჯერ შედის ექვსი მწერლის წიგნში (კორტასარი, ფოლკნერი, გრასი, კუნდერა, ოსტერი, კრისტოფი) და ექვსჯერ ხდება ძალადობის მსხვერპლი. ის ექვსჯერ აღადგენს საკუთარი გაუპატიურების სცენას და ყვება ამბებს მეორე მხრიდან, მხრიდან, რომელიც მკვდარია… ის ისევე “ცხოვრობს მწერლის გამოგონილ ამბავში, როგორც საკუთარ ამბავში” და ბოლოს ზღვარიც კი ეშლება… ვეღარ გაიგებთ ვინ არის ის – პერსონაჟი “კლასობანადან”, “აგვისტოს ნათელიდან”, “კიბორჩხალას ნაბიჯით”-დან, “შეუცნობელიდან”, “ნიუ-იორკული ტრილოგიიდან” თუ “ტრილოგიიდან”. ის ამ წიგნების არც ერთ გმირს ჰგავს და ამავე დროს ყველაა… წიგნის გმირები ხომ დამოუკიდებლად ცხოვრობენ ხოლმე და გოგონაც წიგნის გმირია – ნამდვილი და გამოგონილი ერთდროულად…
მეტი
ბოლო კომენტარები