გაიცანით, ეს ჩიპოლინოა! იცნობთ? რა თქმა უნდა! ის ხომ ბავშვობიდან გვიყვარს. ცრემლები მოიწმინდეთ, პატარა ხახვი ჩიპოლინო აქ იმისთვის არ მოსულა, რომ ცრემლი მოგგვაროთ – ტირილი კავალერი პომიდორის ხვედრია… პატარა ხახვს კი სულ სხვა მიზანი აქვს – მამა ჩიპოლონე უნდა დაიხსნას უსამართლო ტყვეობიდან. ნაცნობი სიტუაციაა, არა? რეალურ ცხოვრებაშიც არაერთხელ გვინახავს პრინცი ლიმონოს მსგავს ხელისუფალთ როგორ “აბიჯებენ ფეხს კოჟრზე” და შედეგად გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან ხოლმე… გაბღენძილი გრაფინია ალუბლების (ამდენი წლის მერეც კი ხმამაღლა მეცინება, წიგნის ილუსტრაციაზე გამოახულნი რომ მახსენდებიან) მსგავსი “დიდგვაროვნების” მეტიც რა შეგვხვედრია… სწორედ ასეთ ცალსახა უსამართლობასთან საბრძოლველად დარაზმა ჩიპოლინომ მარწყვა, ალუბალა, ბოლოკა, პრასა, პროფესორი მსხალა, მეწაღე ყურძენა და ნათლიდედა გოგრიკო… მათ ძლივსძლივობით აშენებული სახლის დაკარგვით გამწარებული ნათლიმამა გოგრაც შეუერთდა და მერე მოხდა, რაც მოხდა… გაზულუქებულ ციტრუსებს სულ კუდით ქვა ასროლინეს, ალუბალას მჩაგვრელი გრაფინიებიც ზედ მიაყოლეს და ხილ-ბოსტნეულის სამყაროში სიმშვიდე გაამეფეს… More
მეამბოხე ხახვი
10 ივნ 2019 დატოვე კომენტარი
in იტალიური, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჩიპოლინო, ჯანი როდარი
საახალწლო მოგზაურობები 2013
30 დეკ 2013 19 Comments
in ბრიტანული, იტალიური, ლიტერატურა, შვედური ტეგები:ასტრიდ ლინდგრენი, ახალი წელი, ბეფანა, ბიულერბიუელი ბავშვები, დონალდ ბისეტი, ზამთრის საქმეების ოსტატი, ლაჟვარდისფერი ისარი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ტერი პრატჩეტი, ყველაფერი ყირამალა, ჯანი როდარი
კიდევ ერთი უამრავი საინტერესო “მოგზაურობით” სავსე წელი მიიწურა. მალე ახალი წელი მოვა… წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად რამდენიმე წიგნი შევარჩიე… თუმცა თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂
დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” – განმეორება ცოდნის დედა რომაა, გაგონილი გექნებათ. ლიტერატურასთან თუ მეგობრობთ (სხვა შემთხვევაში პოსტს არც წაიკითხავდით) ისიც გეცოდინებათ, რომ წინასაახალწლოდ სავარძელში თბილად მოკალათებას და საყვარელი წიგნების გადაკითხვას არაფერი სჯობს (მით უფრო, როცა “დაგეგმილი” საკითხავი სტალინურ ეპოქას ეძღვნება). ჰოდა მეც მოვიმარჯვე ქინდლი და გოზინაყის ხრამუნით “გავუდექი გზას”… და, ყვანჩალა ალისასი არ იყოს, ამოვყირავდი… More
ბოლო კომენტარები