ზეციური მათხოვრები

გახსოვთ სალ ფარადაიზი და დინ მორიარტი? თუ მათ “დაუმეგობრდით”, აუცილებლად უნდა გაიცნოთ რეი სმიტი (ჯეკ კერუაკი) და ჯეფი რაიდერი (ჰარი სნაიდერი) – ზეციური მათხოვრები.

ეს არის ისტორია თაობისა, რომელსაც სჯეროდა სიკეთის, სიბრძნისა და თავისუფლების. ისინი იყვნენ ზეციური მათხოვრები, რომლებიც არ იზიარებდნენ ტრადიციულ “მოთხოვნის კანონს” და შესაბამისად არც შრომობდნენ ამ კანონის აღსასრულებლად. მათ უბრალოდ “ეკიდათ” მაცივრები, ტელევიზორები, ახალი მანქანები, შამპუნები, დეზოდორანტები და მსგავსი სისულელეები, რომლებიც ერთ კვირაში მაინც ნაგავში აღმოჩნდება. მათ სურდათ დაეწყოთ ზურგჩანთების რევოლუცია და წინ გაძღოლოდნენ მილიონობით ახალგაზრდა ამერიკელს მთებისკენ, რათა ელოცათ, გაერთოთ ბავშვები, გაემხიარულებინათ მოხუცები, გაეხარებინათ მეგობარი გოგონები… ისინი – მოხეტიალე ბუდისტები -თხზავდნენ ლექსებს, სჩადიოდნენ “სიგიჟეებს”, მარადიულ თავისუფლებასა და სიკეთეს უჭერდნენ მხარს… More

Advertisements

კერუაკის გზა

ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, რომ ზურგჩანთა აგეღოთ და გზას დასდგომოდით – უმისამართოდ, უბრალოდ გაყოლოდით გზას, რომელიც სადღაც მიგიყვანდათ?  მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბიტ-თაობის მანიფესტი, რომელიც უარყოფს საზოგადოებრივ წესებსა და დოგმებს და თავისუფლებას ყველაზე მაღლა აყენებს. ნამდვილი თავისუფლება ხომ გზის არჩევაა – ცხოვრების არჩევა…

…და ამ გზას ირჩევენ სალ ფარადაიზი (ჯეკ კერუაკი) და დინ მორიარტი (ნილ კესიდი). სწორედ მათთან ერთად მივემართებით თავბრუდამხვევ მოგზაურობაში ამერიკის გარშემო და მექსიკაში, ავტოსტოპით გადავადგილდებით, გიჟური სიჩქარით მივექანებით, ვთვრებით, ვეწევით, მთელს ქვეყანაში გაფანტულ ნაცნობებს “ვესხმით თავს” და… ისევ თავიდან… More

დიოგენეს ბიბლიოთეკა

სულ ახლახანს წიგნების სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკა” ,,გალას” გამარჯვებული გახდა. ალბათ ამ გადაწყვეტილებას ყველა ბიბლიოფილი დაეთანხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს “სერიული” გამოცემები საკმაოდ ხშირია, უმეტეს შემთხვევებში გამომცემლები უკვე ათასჯერ გამოცემულ ძველ თარგმანებს გვთავაზობენ. ამ მხრივ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა – წიგნის ფესტივალიდან მოყოლებული მუდმივად გვიკეთებენ საჩუქარს (მერე რა, თუ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ არ გამოდის მორიგი ტომი და არც “განსაკუთრებულადაა” გაფორმებული – სამაგიეროდ, შერჩეულ ავტორებს, თარგმანსა და მოკრძალებული დიზაინს ვერაფერს დავუწუნებთ) ისეთი წიგნების სახით, რომლებსაც დიდი ხანია ველოდით… More