სიყვარული ბრაზილიაში

11664[1]კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრაზილიაში – ქვეყანაში, რომელიც ერთდროულად რომანტიკულიც არის და კრიმინალის მორევში ჩაძირულიც! კოპაკაბანის სანაპიროზე ტრისტაო და იზაბელი გელიან. მეძავის ვაჟი ქუჩის ბიჭისა და გავლენიანი მამის ერთადერთი ქალიშვილის გზები არ უნდა გადაკვეთილიყო, თუმცა ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას გვთავაზობს და ორ ადამიანს სამუდამოდ აკავშირებს ერთმანეთთან. მათ წინ უამრავი განსაცდელი ელით და მათთან ერთად ჩვენც. ყოველ წამს ვფიქრობთ, რომ სიყვარული დასრულდება – ან “აღვირახსნილი” ვნება ამოიწურება, ან შიმშილი, სიღარიბე და ოჯახის წევრები მოუღებენ ბოლოს “შავ-თეთრ” (ამ შემთხვევაში კანის ფერს არ ვგულისხმობ) ურთიერთობას… სულ გვგონია, რომ ბასრი სამართებელი გადაჭრის ტრისტაოსა და იზაბელის გულებს შორის გაბმულ უხილავ ძაფებს, მაგრამ აპდაიკის ჩანაფიქრი სულ სხვაგვარია. მის მიერ შექმნილი ამბავი (განსაკუთრებით კი ფინალი) ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ტრისტანისა და იზოლდას ისტორია. ცხოვრება ხომ ლეგენდა არ არის. შეიძლება სიყვარულისთვის ყველაფერი დათმო – უმანკოება, სიმდიდრე, ნათესავები, სწავლა, სამსახური, შვილები, თავისუფლება, მაგრამ დასასრული მაინც ისეთი იქნება, როგორიც ბედისწერის უხილავმა ხელმა გამოძერწა – ბედნიერი ან უბედური, მაგრამ ნამდვილი… More

მარტის ბოლო მოგზაურობები

228956_380433545322235_413977382_nთორნიკე გურჯინთახის “ბუხარი” – “ჩემი “ბუხარი” ჩემი ცხოვრებაა. ის წარსული დღეების არქივი და მომავლის დღეებზე ოცნებაა. როგორც ბუხარმა იცის ოჯახის ყველა საიდუმლო, ასევე ყოვლისმცოდნეა ჩვენი უხილავი ბუხარი. უნდა აღინიშნოს, რომ ბუხარს სამშობლოსთან და ტვინთანაც მჭიდრო კავშირი აქვს.” ეს არის თორნიკეს ბუხარი, რომელიც უამრავ ისტორიას ინახავს. ყველაზე უდროო, მაგრამ ყველაზე თბილ ქალაქში ჩვეულებრივი გოგო-ბიჭები ცხოვრობენ, სკოლაში დადიან, უნივერსიტეტშიც, უყვარდებათ ერთმანეთი, შორდებიან, კარგავენ და იძენენ ახლობელ ადამიანებს, ცხოვრების მიზანს ეძებენ, ომობენ… პარალელურად გურჯინთახების ოჯახის ბუხარიც გიზგიზებს და ჯერ საქართველოს მცირეხნიანი დამოუკიდებლობის მოწმე ხდება, შემდეგ კი მოღალატე ქართველების წინამძღოლობით შემოსული წითელი არმიის აღვირახსნილობის… ბუხარი დროს არ უშინდება და ყველაფერს იმახსოვრებს, რომ შემდეგ ჩვენ გვიამბოს წარსულისა და აწმყოს გადაკვეთის საინტერესო ამბავი…

More