ალასკას ძიება

გახსოვთ, ცოტა ხნის წინ თინეიეჯრებსა და წიგნებზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მათ შეიძლება ჩვენგან განსხვავებული გემოვნებაჰქონდეთ. ახლაც ეს თემა მინდა გავაგრძელო და თანამედროვე “young adult” ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის – ჯონ გრინის – წიგნზე მოგიყვეთ. More

Advertisements

Let it Snow!

12342659_10153311771439211_5013791620832242528_nახალი წელიც დადგა… დასავლეთში დიდთოვლობასა და თბილისში თითქმის “უთოვლობას” თუ არ ჩავთვლით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ტრადიციული “ლიტერატურული” წელიც დაიწყო. მეც არ დავაყოვნე და როგორც კი ბავშვები, გოზინაყი და ღვინით სავსე სასმისი გავუშვი ხელიდან, მაშინვე წიგნი გადავშალე და გზას გავუდექი 🙂 More

ზაფხული სულაკაურთან ერთად

1394327_484209401611315_273841973_nჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” – „არა, ეს კიბოთი დაავადებულის შესახებ დაწერილი მორიგი წიგნი არ არის… ასეთ წიგნებში კიბოთი დაავადებული საქველმოქმედო აქციებს მართავს სხვების დასახმარებლად, ამ საქმიანობაში ცხვირჩარგული კი სიკეთის განსახიერება ხდება. ის უყვართ და აფასებენ, რადგან კიბოსთან საბრძოლველად მემკვიდრეობას ტოვებს…“ ეს არის ჰეზელ გრეისისა და ავგუსტუს უოტერსის ისტორია, რომლებსაც სიყვარული ძალიან შეუფერებელ დროს ესტუმრათ – მაშინ, როდესაც უკურნებელ სენს ებრძოდნენ. ებრძოდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – არ ნებდებოდნენ და ოცნებობდნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყოველი წუთი უკანასკნელი ყოფილიყო მათთვის, შესაძლოა ვერც კი გადაეტანათ გრძელი გზა ამსტერდამისკენ, რომელიც მათ საყვარელ მწერალთან აშორებდა… და მათ გაიმარჯვეს – დაამარცხეს სიბრალული და უიმედობა… More