ველურ გარემოში ალექსთან ერთად

12243210_1204801956203322_8240887163875510345_nგიყვართ მოგზაურობა? მე მიყვარს, მაგრამ თუ ისეთი ადგილი უნდა მოვინახულო, სადაც ღამით დარჩენა მომიწევს, ყველაზე დიდ დროს საცხოვრებლის შერჩევას ვუთმობ. კომფორტს ძალიან ვაფასებ და ალბათ ეს უარყოფითი თვისება უფროა, ვიდრე დადებითი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც კრისტოფერ მაკ-კენდლესი გავიცანი… მე ხომ ვერაფრით შევძლებდი, რომ მის ასაკში (რომელიც თითქმის ემთხვევა ჩემსას) ყოველდღიური ცხოვრება მიმეტოვებინა და უკიდეგანო გზას დავდგომოდი… მან კი დათმო ის ყველაფერი, რაც მე მაქვს – უნივერსიტეტის დიპლომი, ბანალური სამსახური და სავარაუდოდ ხანგრძლივი სიცოცხლე ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში. More