ზამთრის მოგზაურობები

imagesჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” – “კოლექციონერი” თუ წაგიკითხავთ, ჯონ ფაულზს ვერ დაივიწყდებით.  პირადად მე კითხვის პროცესში თავი ქილაში გამომწყვდეულ ფარვანად ვიგრძენი… აი, “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” კი განსხვავებული ისტორიაა – ვიქტორიანულ ინგლისში აგიზგიზებული ვნების ცეცხლის ამბავი. ფრანგი ლეიტენანტის ქალად წოდებულმა სარა ვუდრაფმა ეპოქისთვის შეუფერებელი გამბედაობა გამოიჩინა და “დაკავებული” ჩარლზი მოხიბლა… რა არჩევანი გააკეთა ამ უკანასკნელმა (არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის დროა, როცა გრძნობა და მოვალეობა სულ “ებრძვიან” ერთმანეთს), თავად ნახეთ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ – ეს “საზიზღარი” ფაულზი გვეთამაშება, გვცდის… მოვლენების განვითარება მან ჩვენ მოგვანდო და არა გმირებს! More

Advertisements

ფაულზი, ოსტერი და კუტზეე

The-Collector-John-Fowles-2 “დიოგენეს ბიბლიოეთეკა” 2013 წელსაც აგრძელებს ჩვენს განებივრებას სასიამოვნო სიახლეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი თითქმის ერთი წელია არსებობს და გარკვეულწილად განსაკუთებული წიგნების “გარანტადაც” არის ქცეული, ყოველი მომდევნო წიგნი მაინც მოულოდნელად “გემრიელი” აღმოჩნდება ხოლმე… თუმცა სჯობს თვითონ შეაფასოთ, მე კი ტრადიციულად ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ:

ჯონ ფაულზის “კოლექციონერი” – ოდესმე შეგიგროვებიათ პეპლების კოლექცია? თუ შეგიგროვებიათ, იცით, რომ თქვენი კოლექცია შეიძლება უცებ “გაცოცხლდეს”? ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ მოგბეზრდეთ პეპლები და საპირისპირო სქესის ლამაზ “ნიმუშებზე” გადახვიდეთ… მერე რა, თუ არც გაბოროტებული მანიაკი ხართ და არც სისხლისმსმელი ვამპირი… შეიძლება ერთი შეხედვით პატარა ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ თქვენი ისტორია შოკისმომგვრელი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ აქ არც სისხლის მდინარეები იქნება და არც აღვირახსნილი ორგიები… არ გჯერათ? მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ჯონ ფაულზს და წიგნის დასრულებასთან ერთად პეპლების კოლექციას სამუდამოდ დაივიწყებთ… ხომ არ გინდათ, რომ “ურჩხულისა და მზეთუნახავის” თანამედროვე ვერსიაში აღმოჩნდეთ?! კოლექციონირება ანტიცხოვრებაა, ანტიხელოვნებაა, ანტიყველაფერია, ამიტომ ქილაში (ოთახში) ჩამწყვდეული პეპლის (ქალის) სიყვარული ავადმყოფობაა და მეტი არაფერი… ეს ავადმყოფობა მსხვერპლსაც ედება და პეპელა კედლებს ეხეთქება… ამიტომ დაანებეთ თავი კოლექციონერობას და ნამდვილი ცხოვრებით იცხოვრეთ… More