პოლის ერთადერთი ამბავი

“უმრავლესობას ერთადერთი ამბავი გვაქვს მოსაყოლი. იმას არ ვამბობ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ ხდება-მეთქი: მოვლენა უამრავია, რასაც მერე უამრავ ამბადაც ვაქცევთ, მაგრამ მთავარი მუდამ ერთადერთია – ის, რაც საბოლოო ჯამში მოსაყოლად ღირს.” – ასე იწყებს თხრობას პოლი, რომელმაც 19 წლის ასაკში ნაკლებ სიყვარულს და ნაკლებ ტანჯვას მეტი სიყვარული და მეტი ტანჯვა არჩია… მან რომანი გააბა 48 წლის ქალთან და ეს სულაც არ გახლდათ მსუბუქი საზაფხულო ფლირტი ან თუნდაც სექსი… ეს იყო ბევრად მეტი… ეს იყო ერთადერთი ამბავი, რომლის “გავლითაც” პოლმა მოიპოვა თავისუფლება… ან იქნებ დაკარგა? ეს არავინ იცის და ალბათ ასეთ გზებს არც ირჩევენ. თავად გზა გვირჩევს ჩვენ და გვაწერინებს იმ ერთადერთ ამბავს, რომელიც სხვა ყველაფერს ჩრდილავს… პოლის ამბავი სიყვარულია, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კი მარადიული აღმოჩნდა… და რა იქნება ჩვენი? ამას მხოლოდ წლების შემდეგ თუ გავიგებთ… რადგან ასეთ ამბებს დრო სცდის… დრო გვიჩვენებს, რა გაფერმკრთალდება და რა შეინარჩუნებს ფერებს… მეტი

ისტორია ბარნსისგან

გაინტერესებთ ისტორია? და იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ ის, რასაც თქვენ (მეც) თქვენთვის საინტერესო სფეროს უწოდებთ, შეიძლება მთლიანად გამონაგონი იყოს? ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ იყო მემატიანე… იქნებ შეგნებულად მოგვატყუა, ან იძულებული გახდა, რომ ასე მოქცეულიყო? ტყუილ-მართალს ვეღარასდროს გავარჩევთ (წარსულში ხომ, დღევანდელობისგან განსხვავებით, “უტყუარი” საბუთები არ მოიპოვებოდა), ამიტომ არაფერს დავაშავებთ, თუ ჯულიან ბარნსის ისტორიასაც გავეცნობით – იქნებ სწორედ ეს არის სიმართლე? ან ტყუილი? რაც მთავარია, მისტერ ჯულიანის ისტორია სკოლის სახელმძღვანელოების ისტორიაზე უფრო დიდი გამონაგონი არ იქნება… გამორიცხული არ არის, რომ ნოეს კიდობნის შესახებ სიმართლეს უბილეთო მგზავრი მოგვითხრობს და არა წიგნები. არც ის იქნება გასაკვირი, თუ ამავე ამბიდან “გამოსული” ისტორიები (ყველანი ხომ ნოეს შთამომავლები ვართ) ტერორისტების მიერ დაპყრობილ გემზე, საუკუნეების წინ მოწყობილ “საღვთო” სასამართლოზე, ჩერნობილის ავარიის “შორეულ” შედეგზე, დაღუპულ ხომალდსა და მის “ასლზე”, არარატის მთის ორგზის “დაპყრობაზე”, ტიტანიკის, ვეშაპისა და ნაცისტების მსხვერპლზე, “უცნაურ” გადაღაბებზე, სიყვარულსა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე სინამდვილეს შეესაბამება… ან არა. რა მნიშვნელობა აქვს – ისტორია ხომ მაინც გამონაგონია… მეტი

დროის ხმაური ბოროტების იმპერიაში

“ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,..

…რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს…”

უილიამ შექსპირი – 66-ე სონეტი

12316080_926628834088384_8238583705091529144_nგიფიქრიათ ოდესმე საკუთარ ცხოვრებაზე სხვა ეპოქაში? ალბათ ლიტერატურის დახმარებით ეს ხშირად მომხდარა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბევრად უფრო მარტივი იმ დროში “გადაბარგებაა”, რომელიც სადღაც შორს კი არ “ხმაურობდა”, არამედ აქ და სულ ახლახანს… თუმცა ვინ იცის, იქნებ მუშკეტერების გვერდით კარდინალის დამქაშებთან მამაცურად ბრძოლა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამაღლება… დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია ასეთი გაუგონარი აბსურდის არსებობა, მაგრამ ის 70 წლის მანძილზე “სუნთქავდა” და მეტიც – ამ დიდ უტოპიაში დიმიტრი შოსტაკოვიჩის მსგავსი ადამიანები ცხოვრობდნენ… მეტი

ჯულიანი, ბორისი და აბო – სამი ამბავი “დიოგენესგან”

ჯულიან ბარნსი ჩვენი ძველი ნაცნობია. მისი “ფლობერის თუთიყუში” ალბათ წაგიკითხავთ ან მასზე გსმენიათ მაინც. “დასასრულის განცდა” კი სულ სხვანაირი წიგნია (ჩემი მოკრძალებული აზრით, უკეთესი). ეს არის ამბავი დროზე, რომელიც სულ იცვლება და ცხოვრებასაც ცვლის. ტონი უებსტერის მსგავსად, შეიძლება გვეგონოს, რომ წარსული აღარასდროს დაბრუნდება და ოდესღაც საუკეთესო მეგობრები ან ყოფილი შეყვარებული სამუდამოდ წავიდნენ, მაგრამ დრო თავისას მაინც გააკეთებს. დასასრულის განცდა მაინც მოვა და ორმოცი წლის შემდეგაც მოახერხებს ყველაფრის თავდაყირა დაყენებას. სიმართლე არ დაიმალება და ერთი უბრალო წერილიდან შოკისმომგვრელი რეალობა “ამოხტება”… მეტი

ფლობერის თუთიყუში

გამოგიტყდებით და გუსტავ ფლობერი ჩემი ფავორიტი მწერალი არ არის. უფრო მეტიც – მისი მხოლოდ ერთი ნაწარმოები მაქვს წაკითხული და მადამ ბოვარის ისტორიით სათანადოდ ვერ აღვფრთოვანდი… თუმცა “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი “წევრის” გაცნობა მაინც გადავწყვიტე – როგორ არ გამეგო, რა კავშირი ჰქონდათ ფლობერსა და თუთიყუშს:)

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯეფრი ბრაითუეიტმა გუსტავ ფლობერის ბიოგრაფიის დაწერა გადაწყვიტა. თავად მწერალმა კი ოდესღაც თქვა, რომ როცა მეგობრის ბიოგრაფიას წერ, ისე უნდა დაწერო, თითქოს მის გამო შურს იძიებ (საყვარელი მწერალი მეგობარი არ არის? თან ყველაზე ერთგული მეგობარი)… ჯეფრიმაც დაწერა… და თუ გეგონათ, რომ ფლობერს კარგად იცნობდით, შეცდით. მისი შემოქმედება მაინც არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თავი დაანებოთ და შეწყვიტოთ ნადირობა მასზე. ბიბლიოფილებს არასდროს მიაჩნიათ საკმარისად ის, რაც მწერალმა დაწერა. მათ სჭირდებათ მისი სახე, სკულპტურა, ფოტოსურათი, ავტოგრაფი, ტანსაცმლის ნაგლეჯი… და თუთიყუში… მეტი

თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი

902312_368543809920945_284452303_oთბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.

მეტი