კატარინა ბლუმის შელახული ღირსება

ფიქრობთ, რომ მშვიდად ცხოვრობთ და თქვენს ღირსებას არაფერი ემუქრება? თქვენ ცდებით! შეიძლება კატარინა ბლუმის მსგავსად საკუთარი შრომით მიაღწიოთ წარმატებას (სულ პატარას, მაგრამ მაინც), მაგრამ ყველაფერი ერთმა  წვეულებამ შეცვალოს. იქნებ იმ საღამოს  ტრაგიკული არც არაფერი მოხდეს, თუმცა ერთი შეხვედრაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. თქვენ შეხვდებით “მას”, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით და ბედნიერების ნაცვლად უბედურება გეწვევათ. არა, ის არაფერს დაგიშავებთ. ცხოვრებას სხვები დაგინგრევენ, ღირსებას სხვები შეგილახავენ, ძალადობისკენ სხვები გიბიძგებენ… ზუსტად ასე მოექცნენ კატარინა ბლუმს. მხოლოდ იმიტომ, რომ მან სრულიად უცნობი კაცი შეიყვარა და ენდო მას, მისი სახელი გაზეთის პირველ გვერდზე გამოაჭენეს, ლაფში ამოსვარეს, ათასი რამ დააბრალეს. პრესამ ის ბოროტმოქმედად შერაცხა და მასაც რაღა დარჩენოდა? კატარინა ბლუმი მკვლელი გახდა (არ შეგეშინდეთ, ეს სპოილერი არ არის. წიგნი სწორედ ამ ამბით იწყება)! და რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ საზოგადოებამ შელახა კატარინა ბლუმის ღირსება! საზოგადოებამ შვა ძალმომრეობა! საზოგადოებამ მიგვიყვანა აქამდე! More

ჰაინრიხ ბიოლის გერმანია

იცნობთ ჰაინრიხ ბიოლს? მე მას ხუთიოდე წლის წინ შევხვდი და ნელ-ნელა გავიცანი უკაცო სახლის ბინადრები, ნაღვლიანი სახის მქონე კაცი და კლოუნი… ახლა კი მინდა თქვენც გიამბოთ ორი ახალი შეხვედრის შესახებ.

“ჯგუფური პორტრეტი ქალთან” ჩემთვის უფრო ფერწერული ნამუშევარია, ვიდრე წიგნი. ავტორი, უფრო კი მისი ნაცნობები, საკუთარ შტრიხებს ამატებენ მთავარი გმირის – ლენი პფაიფერის – პორტრეტს და მასთან ერთად საკუთარ თავსაც გამოსახავენ გრანდიოზული მასშტაბების ნახატზე. ფონად კი ამ ყველაფერს სხვადასხვა დროის გერმანიის პეიზაჟი გასდევს და ალბათ ნამდვილი პერსონაჟიც სწორედ ისაა და არა ლენი – ქალი, რომელმაც ყველა ეპოქაში იცხოვრა და ჩვენს მეხსიერებაში მხოლოდ სხვათა მონაყოლით დარჩა… ჩემთვის მთავარი სწორედ გარემოა და არა ქალი, რომლის პორტრეტიც მე არ მომეწონა… More