ჰარპერ ლი დაბრუნდა! დიახ, ქალმა, რომელიც ერთი გენიალური წიგნის ავტორი (ზოგს კი – სულაც ტრუმენ კეპოტთან მეგობრობის გამო “გავარსკვლავებული”) გვეგონა, მეორე ნაწარმოებიც გამოსცა. ვერ გეტყვით, რომ “Go set a watchman” (თარგმანი მალე იქნება და ამიტომ არ გავკადნიერდები) ისეთივე დიდებული წიგნია, როგორიც “ნუ მოკლავ ჯაფარას”, თუმცა არც უყურადღებოდ დატოვების ღირსია. ის ჯერ კიდევ გამოსვლამდე იქცა ბესტსელერად და მაშინვე სერიოზულად აღაშფოთა მასწავლებლები, რომლებიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში უამბობენ მოსწავლეებს უსამართლობასთან მებრძოლი ატიკუს ფინჩის ამბავს. გამოგიტყდებით და მეც ძალიან მიჭირს იმ ყველაფრის აღქმა, რაც გაგრძელებაში (რომელიც თურმე “ჯაფარაზე” უფრო ადრე დაწერილა) ხდება და ახლავე აგიხსნით, რატომ… მეტი
ჰარპერ ლის დაბრუნება
04 დეკ 2015 6 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ატიკუს ფინჩი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ვეყნებიდან 6 თვის თავზე იისე რომ, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიდი დააყენე დარაჯი, ნუ მოკლავ ჯაფარას, რასიზმი, ჰარპერ ლი
საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი II)
01 ივნ 2012 17 Comments
in ამერიკული, ესპანური, ლიტერატურა, რუსული, ქართული, ჩეხური ტეგები:ბურუსი, გრიგოლ რობაქიძე, დიქტატურა, თეოდორ დოსტოევსკი, კომუნიზმი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარადი ქმარი, ნუ მოკლავ ჯაფარას, ოკუპაცია, უნამუნო, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, ჩეხეთი, ჰარპერ ლი, ჰიტლერი
მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” – ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები – ასეთ ფონზე დახატა კუნდერამ ურთიერთობათა ლაბირინთში დაკარგული გმირები (ანუ თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობები): ტომაში, ტერეზა, საბინა და ფრანცი – მათ ერთმანეთთან გრძნობების გარდა აუტანელი სიმსუბუქით სავსე ყოფიერება აკავშირებთ, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არასდროს არაფერი მეორდება – არც ცხოვრება და არც ისტორია… ეს მილან კუნდერასთან პირველი ნაცნობაა, ისევე როგორც ჩეხეთთან (ჩეხეთის ისტორიაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ამჯერად სხვა თვალით შევხედე ჩვენთვის ასე ნაცნობ მოვლენებს). ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები “შეუცნობელით”. იმედია, არანაკლებ საინტერესო მოგზაურობა იქნება…
ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” – ამ ნაწარმოებს უკვე წლებია ვუტრიალებ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა გადავშალე. როგორც ჩანს, ატიკუს ფინჩის გაცნობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი (წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება) : ) უფრო ადრე რომ წამეკითხა, ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ახლაც ძალიან მომეწონა (იმდენად, რომ ჩემი ფავორიტთა შორისაც კი მოხვდა). იუმორით “შეზავებული” ბავშვური ისტორიები, მათი აღზრდა საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით რასიზმის თემამ დამაინტერესა. ბიძია თომას გაცნობისას ჯერ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჰარპერ ლიმ კი შემახსენა, რომ ამერიკაში ასეთი დროც არსებობდა, დრო, როდესაც ატიკუს ფინჩის მსგავსი დიდებული ადამიანები მხოლოდ ერთეულები იყვნენ… მეტი
ბოლო კომენტარები