სალმანი ბავშვებისთვის

სალმან რუშდის ალბათ ყველა მკითხველი იცნობს. ზოგს მეტად მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, თუმცა მისი ცხოვრების არაორდინალური ისტორიის შესახებ მაინც ყველას სმენია – ის ხომ “ჩვეულებრივი” ცენზურის მსხვერპლი არ გამხდარა. უბრალოდ კი არ აიკრძალა მისი წიგნი, არამედ პირდაპირ მას – თავად ავტორს – მიესაჯა სიკვდილი. ასეთი ამბის გადატანა არც მისთვის იყო ადვილი, არც მისი მეუღლეებისთვის (ერთი რამ კია “უცნაური” – მიუხედავად ასეთი ჩაკეტილი ცხოვრებისა სალმანი არასდროს არაფერს დაჰკლებია და პირადი ცხოვრებაც არ დავიწყებია) და განსაკუთრებით შვილებისთვის, თუმცა მწერალი მამა ხომ იმით გამოირჩევა სხვა პროფესიის მამებისგან, რომ ყოველთვის მზად აქვს “მხსნელი”, “გამამხნევებელი” ამბები. სწორედ ასეთი თავგადასავლები შეუქმნა სალმანმა თავის შვილებს ზაფარსა და მილანს და მათთვის დაწერა წიგნები ისტორიების მთქმელ მამასა და მის ორ შვილზე. More