ისევ ჰერტა…

ჰერტა მიულერი მაგარი ქალია, ძალიან მაგარი ქალი. თავად ეს სიტყვა არ უყვარს, თუმცა მისი შეფასებისას სხვა ეპითეტს უბრალოდ ვერ ვპოულობ. სხვაგვარად ვერ ვახასიათებ ქალს, რომლის კალამმაც შექმნა ესსების ეს კრებული და კიდევ რამდენიმე წიგნი, რომლებიც მუდამ ერთი თემის გარშემო ტრიალებს (ზოგს ეს მინუსად მიაჩნია, მე კი ღირსებად ვუთვლი). ჰერტა მუდმივად გვახსენებს ეპოქას, როდესაც მეფე იხრებოდა და SWEDEN NOBELკლავდა, სამშობლო ვაშლის კურკას ჰგავდა, მელა მონადირე იყო, სუნთქვის საქანელა ირწეოდა და გულებში მხეცი ბუდობდა. ის სულ საკუთარ განცდებზე გვიყვება – საკუთარ ბავშვობაზე, ცხოვრებაზე ჩაუშესკუს რეჟიმის პირობებში, ემიგრაციაზე… სწორედ ამ გულწრფელობის ბრალია, რომ ჰერტა წიგნის ფურცლებიდან ასეთი ახლობელი ჩანს… სწორედ ამიტომაა, რომ “განმეორებადობის” მიუხედავად, ის მაინც მაგარი მწერალია… და მაგარი მოქალაქე, მაგარი ადამიანი… მეტი

რუმინული ტრაგედია

“ჩემი სამშობლო იყო

ვაშლის კურკა

დავხეტიალობდი

ნამგალსა და ვარსკვლავს შორის”

772ჰერტა მიულერი მამაცი ქალია, ძალიან მამაცი ქალი… წარმოიდგინეთ, რომ ჩაუშესკუს რუმინეთში ცხოვრობთ და მიხვდებით, რომ ნამდვილად ასეა. ბევრი ვერ შეძლებს იმ ყველაფრის გადატანას, რასაც მან გაუძლო… ვერც მე შევძლებდი… 21-ე საუკუნის გადასახედიდან ძალიან ადვილია სიმართლისთვის თვალის გასწორება და მთელი მსოფლიოს დასანახად მისთვის ბრძოლა. მე-20 საუკუნის რუმინეთში კი რა იყო ჰერტასა და სხვების ცხოვრება? ნაცრისფერი ბავშვობა უცნაური ილუზიებით, “ღრმადმორწმუნე” ნაცისტები და საბჭოთა ბანაკიდან დაბრუნებული ქალები, რომლებიც ხარბად ჭამენ, თმას აღარ იზრდიან და ეროვნულ კაბებს აღარ იკერავენ… ერთფეროვანი ფაბრიკები, თანამშრომლების ქვედაბოლოების ქვეშ შემძვრალი “ბოსები”, ჩასაფრებული კარისკაცები და საიდუმლო პოლიცია, რომელსაც არასდროს სძინავს…

მეტი

ჰერტა მიულერის სამყარო

რუმინული წარმოშობის გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი ფაშისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი მამისა და ეთნიკურად გერმანული წარმომავლობის გამო დეპორტირებული დედის შვილი გახლავთ. სწორედ დედისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანების (მათ შორის პოეტ ოსკარ პასტიორის) მოგონებებს წარმოადგენს “სუნთქვის საქანელა” – საბჭოთა ბანაკის ისტორია. მთავარი გმირი 17 წლის ლეო ე.წ. “ინტერნირებულთა ბანაკში” აღმოჩნდა, რეალურად კი – გულაგში. 5 წლის შემდეგ ის უკან დაბრუნდა, თუმცა ვეღარასდროს დაივიწყა სიცივითა და შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები, შიმშილის ანგელოზი, რომელიც მარად მხარზე ეჯდა, რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები, მძიმე შრომა, ზემდგომთა სისასტიკე… აწ უკვე მოხუც ლეოს ძველებურად აბეზრებდნენ თავს მოგონებები. ის რეალურად უკან არასდროს დაბრუნებულა. მისი სუნთქვის საქანელა საბჭოთა სისასტიკემ ჩაწყვიტა და მხოლოდ მისი მოსიარულე სხეული დააბრუნა რუმინეთში… მეტი