11 მაისი 2019
by Kejeradze
in გერმანული, ლიტერატურა
ტეგები:დასავლეთის ფრონტი უცვლელია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, პალიტრა L, რემარკი, სამი მეგობარი, ჰიტლერი
“ეს წიგნი არც ბრალდებაა და არც აღსარება. იგი მხოლოდ იმ თაობის ამბის თხრობას ცდილობს, რომელიც მისთვის განკუთვნილ ყუმბარებს კი გადაურჩა, მაგრამ ომისგან მაინც დაინგრა.” – “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”

ისევ დადგა გაზაფხული… 74-ე გაზაფხული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ… იმ ომის შემდეგ, რომელიც წიგნების დაწვით დაიწყო და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა… დღეს გერმანია სულ სხვანაირი ქვეყანაა, რადგან აღიარა მომხდარი, ხაზი გადაუსვა ორ მსოფლიო ომს და გააგრძელა ცხოვრება, თუმცა საზოგადოების (ძირითადად მაშინდელ საბჭოელთა) ნაწილში ფეხი მოიკიდა აგრესიამ გერმანელთა მიმართ… მაგრამ რატომ არავინ იფიქრა მათზე – უბრალო გერმანელებზე? სკოლის მერხიდან ფრონტის ხაზზე გადასროლილ ახალგაზრდებზე, ბრძოლის ველზე სისხლისგან დაცლილ ან სამუდამოდ დაინვალიდებულ სიცოცხლით სავსე მამაკაცებზე, მათზე, ვისაც ისეთი სიყვარული შეუძლია, როგორიც
პატი ჰოლმანსა და რობერტ ლოკამპს, ისეთი მეგობრობა – როგორიც გოტფრიდ ლენცსა და ოტო კესტერს… მათაც ხომ გადაიტანეს უდიდესი ტრაგედია – სიკვდილი ან სიცოცხლე, რომელსაც ომის აჩრდილი სდევს თან… მაგრამ მათ შეძლეს ჭაობიდან ამოსვლა… და ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ წარსული გავიაზროთ? რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყუმბარამ არ დაანგრიოს ჩვენი ცხოვრება? მხოლოდ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვით შეიძლება იმის მიღწევა, რომ აღარავინ დახუჭოს თვალები სამუდამოდ მაშინ, როდესაც “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”, არავინ ხვდებოდეს განთიადს მეგობრისა და საყვარელი ადამიანის გარეშე… მეტი
06 მარ 2015
by Kejeradze
in ავსტრალიური, ლიტერატურა
ტეგები:ანტისემიტიზმი, აუშვიცი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიქტატურა, ებრაელები, თომას კენილი, კინობიბლიოთეკა, ლაიამ ნისონი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნიკა სამუშია, ოსვენციმი, რეიფ ფაინსი, საკონცენტრაციო ბანაკები, სსრკ, სტივენ სპილბერგი, ფაშიზმი, შინდლერის სია, ჰიტლერი, ჰოლოკოსტი
„ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.

ჩემი თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს რომ ლიტერატურას ვუთმობ, უკვე ყველამ იცის. ცოტა ხნის წინ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩემს პრიორიტეტებში მეორე ადგილზე ფეხბურთია. მესამე საპატიო ადგილს კი კინო იკავებს. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად ფავორიტიც ბევრი მყავს (ფილმების, მსახიობების თუ რეჟისორების სახით), მაგრამ მაინც არის ერთი ფილმი, რომელიც წლების წინ ვნახე (ბოლოს ალბათ დაახლოებით 4-5 წლის წინ) და დღესაც ზუსტად ისევე მახსოვს, როგორც ბოლო კადრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ამის მიზეზი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი რეჟისურა არ არის, არც ლაიამ ნისონისა და რეიფ ფაინსის გენიალური ნამუშევარი, არც “ოსკარი”… “შინდლერის სიის” განუმეორებლობას თავად ოსკარ შინდლერის პიროვნება განაპირობებს… და როგორც ახლა აღმოვაჩინე თომას კენილის პირველწყარო… მეტი
28 ნოე 2014
by Kejeradze
in ლიტერატურა
ტეგები:დიოგენე, იტალია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მასონები, პრაღის სასაფლაო, ტამპლიერები, უმბერტო ეკო, ფაშიზმი, ფუკოს ქანქარა, ხათუნა ცხადაძე, ჰიტლერი, et cetera

ხომ იცით, რომ წიგნები მაშინ მოდიან, როცა ამის დრო დგება? “ფუკოს ქანქარის” შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა – ეს წიგნი ძალიან დიდხანს მოდიოდა ჩემამდე და ბოლოს მოვიდა!
…მოვიდა და რა მოვიდა… პირველი თავი კი რთულად გავიარე (ზოგადად ეკოს ხომ ახასიათებს მძიმე დასაწყისი), მაგრამ შემდეგ სინიორ უმბერტომ პირდაპირ ტამპლიერების ეპოქაში გადამისროლა. უფრო სწორად, გამომცემლობის თანამშროლები – კაზობონი, ბელბო და დიოტალევი გადაისროლა. ამ სამეულმა “მასონური გეგმის” გამოგონება გადაწყვიტა და საბოლოოდ ისეთი რამ შექმნა, რომ რეალობისგან ძნელად თუ გაარჩევთ (თავადაც კი ვერ არჩევდნენ და ჩვენ რა შეგვიძლია)…
სიუჟეტზე მეტს არაფერს გეტყვით. ალუზიები, შეთქმულების თეორიები, ტამპლიერები, სიონისტები, მასონები, ასასინები, კაბალისტები და სხვა “მისტიკური ელემენტები” (სხვათა შორის, აქ პრაღის სასაფლაოც შეგხვდებათ, ჰიტლერიც, კალიოსტროც, ბეკონიც და ა.შ.) თავად უნდა “შეიგრძნოთ”. ბოლოს პარიზის მუზეუმში ფუკოს ქანქარის მოძრაობაც უნდა დაინახაოთ. მხოლოდ ასე თუ დარწმუნდებით, რომ უმბერტო ეკომ საკუთარი ბავშვობისა და გატაცებების საფუძველზე შექმნა გენიალური ნაწარმოები და შესაშური “საინტერესოობით” დასცინა უაზრო “მისტიფიკატორებს”…
P.S. სამწუხაროდ, ამ წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს. ალბათ “დიოგენე” შემოგთავაზებს, თუმცა “პრაღის სასაფლაოს” ამბავს თუ გავიხსენებთ, უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს, სინიორ უმბერტო საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სიმკაცრეს იჩენს 🙂 თუმცაღა, წიგნის სირთულეს თუ გავითვილისწინებთ, მშობლიურ ენაზეც სიამოვნებით გადავიკითხავ…
P.P.S. და აი, დადგა ეს დღეც! პოსტის გამოქვეყნებიდან 2 წელზე მეტი გავიდა, თუმცა “დიოგენემ” მაინც შეასრულა დანაპირები და უკვე გვაქვს ქართული თარგმანი!
19 ივლ 2012
by Kejeradze
in გერმანული, ლიტერატურა
ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ომი, ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა, რემარკი, საბჭოთა კავშირი, ფაშიზმი, ჰიტლერი
რამდენიმე წლის წინ ერიხ მარია რემარკი ჩემს ფავორიტ მწერალთა შორის იყო. დროთა განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ არაერთი ავტორი შეემატა, რემარკი კი ოდნავ მივივიწყე, თუმცა როგორც კი თაროზე “ჩაკარგულ” მის წაუკითხავ ნაწარმოებს გადავაწყდი, მაშინვე გადავშალე. ომის შემდეგ ამ მწერალს აღარ შევხვედრივარ და ახლა სულ სხვა კუთხით შევხედე.
აქაც, როგორც სხვა ნაწარმოებებში, რემარკი თითქოს ახალს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ეს მრავალჯერ განმეორებული ჭეშმარიტება იმდენად ახლობელია ომგამოვლილი ხალხისთვის… ომის საშინელებას “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” შესანაშნივად გადმოგვცემს, მაგრამ ეს ომამდე იყო…ახლა კი ისევ ომია, მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ომი ყოველთვის ერთნაირია. მეტი
01 ივნ 2012
by Kejeradze
in ამერიკული, ესპანური, ლიტერატურა, რუსული, ქართული, ჩეხური
ტეგები:ბურუსი, გრიგოლ რობაქიძე, დიქტატურა, თეოდორ დოსტოევსკი, კომუნიზმი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარადი ქმარი, ნუ მოკლავ ჯაფარას, ოკუპაცია, უნამუნო, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, ჩეხეთი, ჰარპერ ლი, ჰიტლერი
მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” – ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები – ასეთ ფონზე დახატა კუნდერამ ურთიერთობათა ლაბირინთში დაკარგული გმირები (ანუ თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობები): ტომაში, ტერეზა, საბინა და ფრანცი – მათ ერთმანეთთან გრძნობების გარდა აუტანელი სიმსუბუქით სავსე ყოფიერება აკავშირებთ, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არასდროს არაფერი მეორდება – არც ცხოვრება და არც ისტორია… ეს მილან კუნდერასთან პირველი ნაცნობაა, ისევე როგორც ჩეხეთთან (ჩეხეთის ისტორიაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ამჯერად სხვა თვალით შევხედე ჩვენთვის ასე ნაცნობ მოვლენებს). ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები “შეუცნობელით”. იმედია, არანაკლებ საინტერესო მოგზაურობა იქნება…
ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” – ამ ნაწარმოებს უკვე წლებია ვუტრიალებ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა გადავშალე. როგორც ჩანს, ატიკუს ფინჩის გაცნობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი (წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება) : ) უფრო ადრე რომ წამეკითხა, ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ახლაც ძალიან მომეწონა (იმდენად, რომ ჩემი ფავორიტთა შორისაც კი მოხვდა). იუმორით “შეზავებული” ბავშვური ისტორიები, მათი აღზრდა საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით რასიზმის თემამ დამაინტერესა. ბიძია თომას გაცნობისას ჯერ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჰარპერ ლიმ კი შემახსენა, რომ ამერიკაში ასეთი დროც არსებობდა, დრო, როდესაც ატიკუს ფინჩის მსგავსი დიდებული ადამიანები მხოლოდ ერთეულები იყვნენ… მეტი
27 მაისი 2012
by Kejeradze
in ამერიკული, ბელგიური, ბრიტანული, გერმანული, თურქული, იტალიური, ლიტერატურა, ფრანგული, ქართული, შვეიცარიული
ტეგები:ავარია, ამერიკული ზღაპრები, ბაბუაწვერას ღვინო, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები, გობლინთა ნაკრძალი, გურჯი ხათუნი, დაიკიდე ჯივზ, დამსვენებელი, დაცემა, დროშები მტვერში, ედით უორტონი, ვისაც არ სწამს, ვუდჰაუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, მკვლელის ჰიგიენა, ნოტომი, ოსტერი, რა სწამს მას, სიტყვები, სტამბული, უმანკოების მუზეუმი, უმანკოების ხანა, უმბერტო ეკო, ფოლკნერი, შავი ჭირი, ჩაძირული ქალაქის ღამე, წიგნის ფესტივალი, ჭამე ილოცე შეიყვარე, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, ჯილბერტი, ჰიტლერი
მოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂
პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… მეტი
ბოლო კომენტარები