ტოლკინის სამყარო

ლიტერატურულ სამყაროებში ბევრი დრო მაქვს გატარებული. ჯოან როულინგის ჯადოქართა სამყოფელი, კლაივ ლუისის ნარნია და სხვა გამოგონილი ადგილები არასდროს დამავიწყდება, თუმცა არის სამყარო, რომელიც გამორჩეულად მიყვარს – ეს არის შუამიწეთი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის “შვილობილი” კონტინენტი.

შუამიწეთში მოგზაურობა დიდი ხნის წინ დავიწყე, თუმცა არა პირველი ეპოქიდან. “ჰობიტი” და “ბეჭდების მბრძანებელი” ბოროტი ძალის – საურონის – აღზევების ბოლო ეტაპსა და მის დაცემაზე მოგვითხრობს, შუამიწეთის ისტორია კი ბევრად უფრო გრძელია. ამიტომ მის საწყისებში უკეთ გასარკვევად “სილმარილიონი” გადმოვიღე. თუ ტოლკინის სამყარო ჩემსავით გიყვართ, ეს წიგნი კი ჯერ არ წაგიკითხავთ, თქვენც იგივეს გირჩევთ. სხვა შემთხვევაში არ მოგეწონებათ, რადგან ტრადიციული რომანი არ არის – ისტორიის სახელმძღვანელოს უფრო ჰგავს (ჰობიტონში რომ ვცხოვრობდეთ, ალბათ სკოლაშიც გვასწავლიდნენ). პირადად მე ისტორია ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ძალიან ვისიამოვნე – გარდა იმისა, რომ ძველ ნაცნობებს სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შევხვდი (მაგალითად, გალადრიელს, გენდალფს, ჰობიტებს), შუამიწეთის I-II ეპოქების აქამდე უცნობი ამბებიც შევიტყვე და მორგოთთან (საურონამდელი ბნელი ძალა) ხანგრძლივ ბრძოლაშიც მივიღე მონაწილეობა. სილმარილიების საიდუმლოც გავიგე… მოკლედ, ძალიან ნაყოფიერად ვიმოგზაურე შუამიწეთში… More

ბეჭდების მბრძანებელი – დაბრუნება

downloadბეჭდების მბრძანებელი დაბრუნდა! არა, ტოლკინს ახალი არაფერი დაუწერია (აწ უკვე 40 წელია), არც მისი ხელნაწერი აღმოუჩენია ვინმეს. უბრალოდ დიდი ხნის წინ (ფილმების გამოსვლისას) არც თუ ხარისხიანად წაკითხული და ოდნავ დავიწყებული ტრილოგია ამჯერად ქინდლის თაროზე შემოვდე და საფუძვლიანად “ჩავუჯექი”. პირველი “შეტევასთან” შედარებით ბევრად უფრო დიდი სიამოვნებაც მივიღე (მაშინ ფენტეზის დიდი მოყვარული არ გახლდით). ასე რომ, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ერთად გავიხსენოთ ან გავიცნოთ ბეჭდების მბრძანებელი 🙂  More

ფანტასტიკური ოქტომბერი (ნაწილი II)

1236785_587720164618754_138602899_nდევიდ მიტჩელის “ღრუბლიანი ატლასი” – წარმოიდგინეთ, რომ რუსულ “მატრიოშკას” ხსნით, შიგნით კი თოჯინების ნაცვლად ლაბირინთია, რომელიც ექვსი ნაწილისგან შედგება. პირველი მეცხრამეტე საუკუნის ნოტარიუსია, რომელიც ავსტრალიიდან აშშ-ში ბრუნდება; მეორე – ახალგაზრდა კომპოზიტორი, რომელიც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ევროპაში სულითა და სხეულით ვაჭრობს; მესამე – 70-იანი წლების კალიფორნიაში მცხოვრები ჟურნალისტი, რომელმაც შეთქმულებას ახადა ფარდა; მეოთხე – ჩვენი თანამედროვე მცირე გამომცემელი, რომელმაც უცებ დიდი ფული იშოვა და ბანდიტების სამიზნე გახდა; მეხუთე – კორეელი კლონი-მოსამსახურე; მეექვსე – ცივილიზაციის დასასრულს ჰავაის კუნძულზე მცხოვრები მწყემსი… ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ისტორიებია, მაგრამ სინამდვილეში მათ ერთი რამ აკავშირებთ – რეინკარნირებული სული: “სულები მოგზაურობენ დროში ისე, როგორც ღრუბლები მოგზაურობენ ცაზე, და მიუხედავად იმისა, რომ არც ღრუბლის ფორმა, არც შეფერილობა, არც ზომა იგივე არ რჩება, ის ისევ ღრუბელია. ზუსტად ასევეა სულიც…” მოკლედ, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. რჩევისთვის მადლობა ამ ბლოგის ავტორს 🙂 More