უკან მეტროში

12592329_517694501744529_6062816700387788577_nგახსოვთ სიბნელეში ჩაძირული მეტრო? მასში მცხოვრები ადამიანების ისტორიის დასასრულს წლებია ველოდებით და დიმიტრი გლუხოვსკიც დიდ ხანია გვპირდება, რომ ფინალური ამბავი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს… და აი დადგა ეს დღეც – “მეტრო 2035” გამოვიდა და მართლაც გადატრიალება მოახდინა. რატომ? იმიტომ, რომ არტიომი გაიზარდა. დიახ, 2035 წელს ის უვკე აღარ არის გმირი (მერე რა, თუ მისი გმირობის შემდეგ მხოლოდ ორი წელი გავიდა). ახლა მას ჩვეულებრივ გიჟად უფრო მიიჩნევენ, ვიდრე მხსნელად. ამას კი მხოლოდ ერთი (და ძალიან “ნამდვილი”) მიზეზი აქვს – მეტროში ადამიანები აღარ ცხოვრობენ. მათ უფრო ღორები ეთქმით (ან იქნებ ეს ამ პატიოსანი ცხოველების შეურაცხყოფაც კია). მათთვის მთავარი პირადი კომფორტია, რაც ჩაკეტილ (ფაშისტებად, წითლებად და სხვა “რასებად” დაყოფილ) სივრცეში ბევრად უფრო ადვილი მისაღწევია, ვიდრე “სუფთა ჰაერზე”. მათთვის თავისუფლება სწორედ მონობაშია და არა “სუნთქვაში”… მეტი

მეტრო 2033-2034 – მოსკოვი 20 წლის შემდეგ

მოსკოვი, 2033 წელი… კაცობრიობა თითქმის სრულად გაანადგურა მესამე მსოფლიო ომმა. ერთ დროს ძლევამოსილი დედაქალაქი მიწასთან გასწორდა და რადიაციული დასხივების შედეგად შექმნილი ურჩხულებით აივსო. გადარჩენილებმა მოსკოვის მეტროს შეაფარეს თავი და ახალი ცხოვრების დაწყება სცადეს – ქალაქები და სახელმწიფოებიც კი შექმნეს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებებში გაწევრიანდნენ, მაგრამ ამ მცდელობებმა მეტროში გამეფებული წყვდიადი და შიში ვერ გაფანტა. ეს ძლივს შეკოწიწებული სამყაროც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და ერთ-ერთი სადგურის მცხოვრებს აწ უკვე სამშობლოდ ქცეული მეტროს გადარჩენისთვის ბრძოლა მოუხდა… მეტი