კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტივენ კინგის სამყაროში! ამჯერად ის პიტერ სტრაუბთან ერთად გვეპატიჟება ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ამერიკაში… და პარალელურ რეალობაში… ან იქნებ რეალობებში? ეს არავინ იცის ჯეკ სოიერისა და კიდევ რამდენიმე რჩეულის გარდა (მათ შორის ვართ ჩვენც – მისტერ კინგის ერთგული მკითხველები). სწორედ პატარა ჯეკთან ერთად მივყვებით ათასი ფათერაკით სავსე გზას და ვცდილობთ, რომ აღმოვაჩინოთ თილისმა გადავარჩინოთ მისი დედა და ზოგადად სამყარო… მეტი
თილისმა სტივისგან
20 ნოე 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:13, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ეკატერინე სუმბათაშვილი, თილისმა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პიტერ სტრაუბი, სტივენ კინგი, შავი სახლი
ეგზორცისტი
03 ნოე 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:13, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ეგზორცისტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უილიამ პიტერ ბლეტი
გიყვართ საშინელებათა ჟანრი? მაშინ ეგზორციზმის თემა თქვენთვის უცხო არ იქნება. ეს ხომ ამ სტილში მოღვაწე სცენარისტების ერთ-ერთი მთავარი “საკბილოა”… თუმცა მათი საქმე ბევრად უფრო მარტივდება, როდესაც უკვე არსებობს ლიტერატურული პირველწყარო – მაგალითად, უილიამ პიტერ ბლეტის “ეგზორცისტი”… მეტი
სერია 13 – გაგრძელება
06 ოქტ 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:13, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ედგარ პო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი, შირლი ჯექსონი, ჰილჰაუსის მოჩვენება
ლიტერატურული სერიები დიდად არ მიყვარს. არც ზე-პოპულარულ “50 წიგნს” “მივყვებოდი” და არც სხვა მსგავს სერიებს, თუმცა ასეთ გამოცემებს შორის მაინც არის რამდენიმე ისეთი, რომლის ყოველ შემდეგ წიგნს დიდი ინტერესით ველოდები. ძირითადად ეს “დიოეგენესა” (“ამერიკელები” მალე დასრულდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და “et cetera” კიდევ დიდხანს გაგვახარებს… და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი სერია “იაპონელებს” ;)) და ბათუმელების (შესანიშნავი “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” და “უკვდავი ბიბლიოთეკა” რომ აქვთ) დამსახურებაა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ სერიაში ყველა წიგნი ერთნაირად მომეწონოს, მაგრამ ამ ორი გამომცემლობის გემოვნებას ვენდობი… მეტი
ამბავი მკვლელი ზვიგენისა
10 მარ 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:13, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ირაკლი ლომოური, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პიტერ ბენჩლი, სტივენ სპილბერგი, ყბები
გიყვართ ცურვა? თუ დიახ, მაშინ ალბათ უმეტესად აუზში ან შავ ზღვაში ატარებთ დროს და არასდროს გიფიქრიათ, რომ შესაძლოა საფრთხე გემუქრებოდეთ (გარდა დახრჩობისა). არადა არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს – ამერიკული საკურორტო ქალაქის სტუმრებსა და მოქალაქეებსაც არ ეგონათ, რომ მათ სანაპიროს მკვლელი ზვიგენი “ეწვეოდა”… მეტი
მე ვარ ლეგენდა
22 აგვისტო 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:13, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე ვარ ლეგენდა, რიჩარდ მეთისონი, უილ სმიტი
გინახავთ ფილმი “მე ვარ ლეგენდა” უილ სიტის მონაწილეობით? თუ პასუხი დადებითია, შეიძლება რიჩარდ მეთისონის წიგნს ჩემსავით სკეპტიკურად შეხედოთ, მაგრამ დამერწმუნეთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ. მისტერ რიჩარდი სულ სხვაგვარ (საერთო მხოლოდ ფაბულაა) ამბავს გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ ადამიანზე (მიუხედავად იმისა, რომ უილ სმიტს ძალიან ვაფასებ, უნდა ვაღიარო, რომ ის საერთოდ არ ჰგავს რობერტს)… თან ამას ძალიან ოსტატურად აკეთებს. მეტი
მსოფლიო ომი Z
25 აპრილი 2016 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:13, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაქს ბრუქსი, მსოფლიო ომი z
კაცობრიობა სამყაროს დასასრულს საუკუნეების მანძილზე ელოდება. ყველას თავისი “ვერსია” აქვს – ზოგი გადაუღებელ წვიმაზე ფიქრობს, ზოგი – ციდან ჩამოვარდნილ მეტეორზე, თუმცა ყველაზე გავრცელებული აზრი მესამე მსოფლიო ომს უკავშირდება, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, უთუოდ დამღუპველი უნდა აღმოჩნდეს სამყაროსთვის. მაქს ბრუქსმა კი სულ სხვანაირი იდეა შემოგვთავაზა… მეტი
ბოლო კომენტარები