ირანული არჩევანი

შირინ ებადის “ოქროს გალია” და მაჰმუდ დოულათაბადის “პოლკოვნიკის მიმწუხრი” თუ წაგიკითხავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ირანული ლიტერატურა განსაკუთრებულია. თავად ირანის უახლესი ისტორიაა განსაკუთრებული და იმიტომ (ზემოთხსენებული მწერლების ისტატობაზე რომ არაფერი ვთქვათ)… რევოლუციამ, რომელიც ბევრს ხსნის ერთადერთ გზად მიაჩნდა, წინსვლის ნაცვლად უკან დახია ქვეყანა და ხალხსაც მოუსპო მომავლის იმედი… სწორედ ასეთ ადამიანებზე გვიამბობენ ირანელი ავტორები – მათ შორის გოლი თარაყიც. More

კონსტანტინოპოლში მიქელანჯელოსთან ერთად

„რადგან ბავშვები არიან, ესაუბრე ბრძოლებსა და მეფეებზე,
ცხენებზე, ეშმაკებზე, სპილოებსა და ანგელოზებზე, მაგრამ
სიყვარულსა და ასეთ რამეებზე საუბარიც არ დაგავიწყდეს.“

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონსტანტინოპოლში – ქალაქში, რომელშიც ევროპა და აზია იკვეთება! მეგზურობას თვით მიქელანჯელო ბუონაროტი გაგიწევთ, რომელსაც სამშობლო პაპთან უთანხმოების გამო დაუტოვებია და სულთნის კარზე გადაუწყვეტია მოღვაწეობა, თუმცა ვერც აქ მოუპოვებია სიმშვიდე. ომსალეთის იმპერიაც ხომ ზუსტად ისევე ყოფილა ინტრიგებით “დახუნძლული”, როგორც კათოლიკური ეკლესიის “სავანე”… More

მეტამორფოზის სიმბოლოები

გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალენ ვანიეს “ფსიქოანალიზის შესავალზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მალე კარლ გუსტავ იუნგის “მეტამორფოზის სიმბოლოებზეც” გიამბობდით, რომელიც ასევე “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ფარგლებში გამოვიდა და რომ ბატონი ალენის წიგნი ერთგვარი მომზადება გახლდათ უფრო სერიოზულ ნაშრომთან შეჭიდებამდე… More

ფსიქოანალიზის შესავალი

არამხატვრულ ლიტერატურაზე ხშირად ამბობენ, რომ რთული საკითხავია… და ალბათ ასეცაა – განსაკუთრებით მაშინ, თუ მთავარი თემა ფსიქონალიზია. თუმცა ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა და ფსიქიატრმა, პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ალენ ვანიემ ჩვენთვის – ჩვეულებრივ მოკვდავთათვის, რომლებსაც ამ სფეროსთან პროფესია არ გვაკავშირებს – დაწერა ნაშრომი “ფსიქოანალიზის შესავალი” და ამ “გამარტივებული” გზით გაგვიღო კარი ფსიქოანალიზის სამყაროში… More

ღამე მუზეუმში ეკოსთან ერთად

გახსოვთ, ორ წელზე მეტი ხნის წინ უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარაზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ გამომცემლობა “დიოგენე” ქართულ თარგმანს ამზადებდა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველად წაკითხვის სიამოვნება უკვე წარსულს ჩაბარდა, მეც დიდი ინტერესით ველოდი ამ გამოცემას. ამის მიზეზი თავად წიგნის “აუცილებლობა” და ხათუნა ცხადაძის თარგმანი გახლდათ (სინიორ უმბერტოს იდეალურად რომ აქართულებს). და აი, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! ჩვენ უკვე გვაქვს დიდებული წიგნის მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა (თან არჩევანის საშუალებაც – “Et cetera”-ს სერიის გამოცემას მივანიჭოთ უპირატესობა თუ შეზღუდული ტირაჟით გამოსულ მაგარყდიანს)! More

პოლკოვნიკის მიმწუხრი

“აივსო ქალაქი ჰეჯლეებით, ქალაქში კუბოებს დაატარებენ, ქუჩებში სისხლი ხალიჩებად აფენია.” – მაჰმუდ დოულათაბადი

პოლკოვნიკი ფანჯარასთან დგას და წვიმის წვეთებს შესცქერის… პოლკოვნიკი ელოდება… ირანელი მამების უმეტესობა მოლოდინით ცხოვრობს… ისინი ელიან შვილების ცხედრებს… პოლკოვნიკიც თავისი ვაჟებისა და ქალიშვილების სიკვდილზე ფიქრობს (როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე ან მოსალოდნელ უბედურებაზე) და თან ირანის ისტორიას იხსენებს… იგონებს შაჰის მმრთველობას და რევოლუციას, საკუთარ ცოდვებს, რომელთა გამოც ისჯება… “უღირსი” ცოლის მკვლელობისთვის სასტიკი სასჯელი ერგო – საკუთარი სამშობლოს სიკვდილს მოესწრო… ირანის მდგომარეობას ხომ სიცოცხლე არ ჰქვია. შაჰის სისხლიან დიქტატურას ასეთივე რევოლუცია მოჰყვა, ერთი ტრაგედია მეორემ შეცვალა (სრულიად შემთხვევით მოხდა ასე, მაგრამ ჩემთვის ეს ზედიზედ მეორე წიგნია ერთი სისხლიანი ეპოქის მეორით შეცვლაზე). პოლკოვნიკის შვილებმაც თანამემამულეთა ბედი გაიზიარეს – წამება ციხეში, “პოლიციელებთან” ურთიერთობა, სახელის მოხვეჭა და დამცირება (სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც), სიკვდილი (სულიერად თუ ფიზიკურად) და საიდუმლო დაკრძალვა… პოლკოვნიკმაც… პოლკოვნიკი საკუთარი ცხოვრების მიმწუხრს უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე უარი თქვა უაზრო ომში წასვლაზე, მან ვერ გაიმარჯვა საკუთარ თავზე მაშინ, როდესაც შვილებს დედა წაართვა, ვერც მაშინ, როდესაც ობლად დარჩენილი შვილების ჯერი დადგა და სისხლიანმა ხელმა მათ თავზე აღმართა მახვილი… სამაგიეროდ გაიმარჯვა ბოროტებამ. ირანში ერთი ბოროტება მეორემ დაამარცხა და მარადიული წვიმისთვის გასწირა ქვეყანა… More

აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა

“აღმოსავლური სიბრძნის და დასავლურ აქტიობის შედუღება – აი ჩვენი გზა.”- მიხეილ ჯავახიშვილი

რამდენად კარგად იცნობთ აღმოსავლურ სიბრძნეს? დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთის მკითხველთა უმრავლესობა (ჩემი ჩათვლით) ამ კითხვას ერთსა და იმავე პასუხს გასცემს – ძალიან ცუდად. ჩვენ საკუთარ რელიგიასა და კულტურასაც კი ზედაპირულად ვუყურებთ და რა გასაკვირია, რომ აღმოსავლეთის შესახებ არაფერი ვიცით… სწორედ ჩვენთვის – ჩვენნაირი ადამიანებისთვის – კითხულობდა ლექციებს (და წერდა) ალან უოტსი – კაცი, რომელიც დასავლეთში დაიბადა, თუმცა შეძლო აღმოსავლური სიბრძნის შეცნობა… More

ამბავი კეთილი ძაღლისა

ძაღლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? მე ძალიან კარგი (კატებისგან განსხვავებით, შეხებას არ ვერიდები:)). მათ ყოველთვის ჩვენს ოთხფეხა მეგობრებად მივიჩნევდი და არასდროს მეშინოდა… ასეა სტივენ კინგის მორიგი წიგნის წაკითხვის შემდეგაც… იმიტომ, რომ კუჯო კეთილი ძაღლი იყო, ძალიან კეთილი ძაღლი… More

თვითმკვლელობა, როგორც ღამის მატარებელი

მაინც რა არის თვითმკვლელობა? ამაზე ალბათ ძალიან ბევრი გვიფიქრია (არა აუცილებლად საკუთარი სიცოცხლის შეწყვეტის კონტექსტში), თუმცა არა იმდენი, რამდენიც პოლიციელ მაიკს… კინაღამ ვთქვი, ბატონ მაიკს-მეთქი, მაგრამ ის ხომ მამაკაცი არ არის. ქალია… და მისი ნაკლებად ქალური სახელი სულაც არ არის ამ წიგნის მთავარი მოულოდნელობა… More

სტამბოლის უცნაური ფიქრები

34312392კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტამბოლში – მევლუდის ქალაქში! დიახ, ჩვენი ძველი ნაცნობი ორჰან ბეი ისევ სტამბოლზე გვიამბობს. მოხეტიალე გამყიდველი და მისი მრავალფეროვანი ოჯახი სწორედ იმიტომ გადმოგვცემენ საკუთარი (ჩემო მოკრძალებული აზრით, ძალიან საინტერესო) ცხოვრების ამბავს, რომ სტამბოლის მრავალწლიანმა ისტორიამ ჩვენს თვალწინ გაირბინოს. ჩვენც მათთან ერთად მივუყვებით ძველი ქალაქის ქუჩებს, თითქოს შევიგრძნობთ ბოზას გემოსა და ქაბაბის სურნელს, მევლუდთან ერთად ვუგდებთ ყურს უცნაურ ფიქრებს, ვუყურებთ, თუ როგორ იცვლება ქალაქი 1969 წლიდან 2012 წლამდე, ათასგვარ საქმეს ვკიდებთ ხელს, უამრავ ადამიანს ვხვდებით და საბოლოოდ იცით რას ვაცნობიერებთ? ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ქალაქშიც, ქვეყანაშიც… შეიძლება სტამბოლის ქუჩები სამხედრო აჯანყებებმა, რუსეთისა და ჩინეთის მომხრე  კომუნისტებისა და ისლამისტების გამოსვლებმა მოიცვას, ოჯახური საკვები და სასმელი ქარხნულმა შეცვალოს, მიწურები კი – ცათამბრჯენებმა, მაგრამ ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც ყოველთვის იგივე დარჩება. ეს რაღაც კი სტამბოლის სულია, მისი უცნაური ფიქრები… ბედისწერა, რომელიც ერთხელაც აუცილებლად მიახვედრებს უბრალო გამყიდველს, რომ მის ცხოვრებაშიც მოვიდა ბედნიერება… More

Previous Older Entries