ცხოვრება რომ თეატრია, ეს უკვე აქსიომაა. ამაზე ვის აღარ დაუწერია და აი ახლა ამასვე გვიმტკიცებს მილან კუნდერა – კაცი, რომელმაც დიდი ხნის წინ შეგვაყვარა თავი ჩეხური ამბებით. მეტი
ყოფის აუტანელი უმნიშვნელობა
07 აგვისტო 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ჩეხური ტეგები:დიოგენე, ლია რუხაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილან კუნდერა, უმნიშვნელობის ზეიმი, et cetera
ირანული არჩევანი
21 ივლ 2017 დატოვე კომენტარი
in ირანული, ლიტერატურა ტეგები:არჩევანი, გოლი თარაყი, დიოგენე, თეა შურღაია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მზია ბურჯანაძე, et cetera
შირინ ებადის “ოქროს გალია” და მაჰმუდ დოულათაბადის “პოლკოვნიკის მიმწუხრი” თუ წაგიკითხავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ირანული ლიტერატურა განსაკუთრებულია. თავად ირანის უახლესი ისტორიაა განსაკუთრებული და იმიტომ (ზემოთხსენებული მწერლების ისტატობაზე რომ არაფერი ვთქვათ)… რევოლუციამ, რომელიც ბევრს ხსნის ერთადერთ გზად მიაჩნდა, წინსვლის ნაცვლად უკან დახია ქვეყანა და ხალხსაც მოუსპო მომავლის იმედი… სწორედ ასეთ ადამიანებზე გვიამბობენ ირანელი ავტორები – მათ შორის გოლი თარაყიც. მეტი
კონსტანტინოპოლში მიქელანჯელოსთან ერთად
17 ივლ 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:დიოგენე, ესაუბრე ბრძოლებზე მეფეებსა და სპილოებზე, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მატიას ენარი, et cetera
„რადგან ბავშვები არიან, ესაუბრე ბრძოლებსა და მეფეებზე,ცხენებზე, ეშმაკებზე, სპილოებსა და ანგელოზებზე, მაგრამსიყვარულსა და ასეთ რამეებზე საუბარიც არ დაგავიწყდეს.“
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონსტანტინოპოლში – ქალაქში, რომელშიც ევროპა და აზია იკვეთება! მეგზურობას თვით მიქელანჯელო ბუონაროტი გაგიწევთ, რომელსაც სამშობლო პაპთან უთანხმოების გამო დაუტოვებია და სულთნის კარზე გადაუწყვეტია მოღვაწეობა, თუმცა ვერც აქ მოუპოვებია სიმშვიდე. ომსალეთის იმპერიაც ხომ ზუსტად ისევე ყოფილა ინტრიგებით “დახუნძლული”, როგორც კათოლიკური ეკლესიის “სავანე”… მეტი
მეტამორფოზის სიმბოლოები
07 ივლ 2017 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:დიოგენე, კარლ გუსტავ იუნგი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, მეტამორფოზის სიმბოლოები, et cetera
გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალენ ვანიეს “ფსიქოანალიზის შესავალზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მალე კარლ გუსტავ იუნგის “მეტამორფოზის სიმბოლოებზეც” გიამბობდით, რომელიც ასევე “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ფარგლებში გამოვიდა და რომ ბატონი ალენის წიგნი ერთგვარი მომზადება გახლდათ უფრო სერიოზულ ნაშრომთან შეჭიდებამდე… მეტი
ფსიქოანალიზის შესავალი
30 ივნ 2017 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალენ ვანიე, გიგა მამინაშვილი, დიოგენე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფსიქოანალიზის შესავალი, et cetera
არამხატვრულ ლიტერატურაზე ხშირად ამბობენ, რომ რთული საკითხავია… და ალბათ ასეცაა – განსაკუთრებით მაშინ, თუ მთავარი თემა ფსიქონალიზია. თუმცა ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა და ფსიქიატრმა, პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ალენ ვანიემ ჩვენთვის – ჩვეულებრივ მოკვდავთათვის, რომლებსაც ამ სფეროსთან პროფესია არ გვაკავშირებს – დაწერა ნაშრომი “ფსიქოანალიზის შესავალი” და ამ “გამარტივებული” გზით გაგვიღო კარი ფსიქოანალიზის სამყაროში… მეტი
ღამე მუზეუმში ეკოსთან ერთად
31 მარ 2017 დატოვე კომენტარი
in იტალიური, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უმბერტო ეკო, ფუკოს ქანქარა, ხათუნა ცხადაძე, et cetera
გახსოვთ, ორ წელზე მეტი ხნის წინ უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარაზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ გამომცემლობა “დიოგენე” ქართულ თარგმანს ამზადებდა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველად წაკითხვის სიამოვნება უკვე წარსულს ჩაბარდა, მეც დიდი ინტერესით ველოდი ამ გამოცემას. ამის მიზეზი თავად წიგნის “აუცილებლობა” და ხათუნა ცხადაძის თარგმანი გახლდათ (სინიორ უმბერტოს იდეალურად რომ აქართულებს). და აი, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! ჩვენ უკვე გვაქვს დიდებული წიგნის მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა (თან არჩევანის საშუალებაც – “Et cetera”-ს სერიის გამოცემას მივანიჭოთ უპირატესობა თუ შეზღუდული ტირაჟით გამოსულ მაგარყდიანს)! მეტი
პოლკოვნიკის მიმწუხრი
16 იან 2017 %(count)s კომენტარი
in ირანული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, თეა შურღაია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაჰმუდ დოულათაბადი, პოლკოვნიკის მიმწუხრი, et cetera
“აივსო ქალაქი ჰეჯლეებით, ქალაქში კუბოებს დაატარებენ, ქუჩებში სისხლი ხალიჩებად აფენია.” – მაჰმუდ დოულათაბადი
პოლკოვნიკი ფანჯარასთან დგას და წვიმის წვეთებს შესცქერის… პოლკოვნიკი ელოდება… ირანელი მამების უმეტესობა მოლოდინით ცხოვრობს… ისინი ელიან შვილების ცხედრებს… პოლკოვნიკიც თავისი ვაჟებისა და ქალიშვილების სიკვდილზე ფიქრობს (როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე ან მოსალოდნელ უბედურებაზე) და თან ირანის ისტორიას იხსენებს… იგონებს შაჰის მმრთველობას და რევოლუციას, საკუთარ ცოდვებს, რომელთა გამოც ისჯება… “უღირსი” ცოლის მკვლელობისთვის სასტიკი სასჯელი ერგო – საკუთარი სამშობლოს სიკვდილს მოესწრო… ირანის მდგომარეობას ხომ სიცოცხლე არ ჰქვია. შაჰის სისხლიან დიქტატურას ასეთივე რევოლუცია მოჰყვა, ერთი ტრაგედია მეორემ შეცვალა (სრულიად შემთხვევით მოხდა ასე, მაგრამ ჩემთვის ეს ზედიზედ მეორე წიგნია ერთი სისხლიანი ეპოქის მეორით შეცვლაზე). პოლკოვნიკის შვილებმაც თანამემამულეთა ბედი გაიზიარეს – წამება ციხეში, “პოლიციელებთან” ურთიერთობა, სახელის მოხვეჭა და დამცირება (სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც), სიკვდილი (სულიერად თუ ფიზიკურად) და საიდუმლო დაკრძალვა… პოლკოვნიკმაც… პოლკოვნიკი საკუთარი ცხოვრების მიმწუხრს უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე უარი თქვა უაზრო ომში წასვლაზე, მან ვერ გაიმარჯვა საკუთარ თავზე მაშინ, როდესაც შვილებს დედა წაართვა, ვერც მაშინ, როდესაც ობლად დარჩენილი შვილების ჯერი დადგა და სისხლიანმა ხელმა მათ თავზე აღმართა მახვილი… სამაგიეროდ გაიმარჯვა ბოროტებამ. ირანში ერთი ბოროტება მეორემ დაამარცხა და მარადიული წვიმისთვის გასწირა ქვეყანა… მეტი
აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა
25 ნოე 2016 4 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ალან უოტსი, აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა, დიოგენე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ოთარ ჭულუხაძე, et cetera
“აღმოსავლური სიბრძნის და დასავლურ აქტიობის შედუღება – აი ჩვენი გზა.”- მიხეილ ჯავახიშვილი
რამდენად კარგად იცნობთ აღმოსავლურ სიბრძნეს? დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთის მკითხველთა უმრავლესობა (ჩემი ჩათვლით) ამ კითხვას ერთსა და იმავე პასუხს გასცემს – ძალიან ცუდად. ჩვენ საკუთარ რელიგიასა და კულტურასაც კი ზედაპირულად ვუყურებთ და რა გასაკვირია, რომ აღმოსავლეთის შესახებ არაფერი ვიცით… სწორედ ჩვენთვის – ჩვენნაირი ადამიანებისთვის – კითხულობდა ლექციებს (და წერდა) ალან უოტსი – კაცი, რომელიც დასავლეთში დაიბადა, თუმცა შეძლო აღმოსავლური სიბრძნის შეცნობა… მეტი
ამბავი კეთილი ძაღლისა
28 ოქტ 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დათო ახალაძე, დიოგენე, კუჯო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სტივენ კინგი, et cetera
ძაღლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? მე ძალიან კარგი (კატებისგან განსხვავებით, შეხებას არ ვერიდები:)). მათ ყოველთვის ჩვენს ოთხფეხა მეგობრებად მივიჩნევდი და არასდროს მეშინოდა… ასეა სტივენ კინგის მორიგი წიგნის წაკითხვის შემდეგაც… იმიტომ, რომ კუჯო კეთილი ძაღლი იყო, ძალიან კეთილი ძაღლი… მეტი
თვითმკვლელობა, როგორც ღამის მატარებელი
24 ოქტ 2016 %(count)s კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარტინ ემისი, ღამის მატარებელი, et cetera
მაინც რა არის თვითმკვლელობა? ამაზე ალბათ ძალიან ბევრი გვიფიქრია (არა აუცილებლად საკუთარი სიცოცხლის შეწყვეტის კონტექსტში), თუმცა არა იმდენი, რამდენიც პოლიციელ მაიკს… კინაღამ ვთქვი, ბატონ მაიკს-მეთქი, მაგრამ ის ხომ მამაკაცი არ არის. ქალია… და მისი ნაკლებად ქალური სახელი სულაც არ არის ამ წიგნის მთავარი მოულოდნელობა… მეტი
ბოლო კომენტარები