სისხლიანი “სამოთხე”

936476_10200962685063467_342119170_nცოტა ხნის წინ საბჭოთა ეპოქისადმი მიძღვნილი წიგნების შესახებ ვისაუბრეთ. დღეს ამავე თემას ვაგრძელებთ.

ბრიტანელი მეცნიერი რობერტ კონკვესტი  სტალინიზმის ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარად ითვლება. მის “დიდ ტერორს” მთელს მსოფლიოში ეცნობიან, რადგან ეს ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველი ნაშრომია. უშუალოდ დიდი ტერორის წლებამდე ავტორი მოკლედ მიმოიხილავს იმ წლებს, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და რომლებმაც დიდწილად განაპირობა ასეთი მასშტაბური რეპრესიები (აქვე ნახავთ წამყვან პოლიტიკოსთა მოკლე დახასიათებებსაც). შემდეგ კი უშუალოდ ტერორის თემას ეხება და გვიამბობს გახმაურებული პოლიტიკური პროცესების, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლების განადგურების, საბჭოთა გულაგებისა და “ნკვდ-ს” მეთოდების, სტალინის მემკვიდრეობის შესახებ. ეს ყველაფერი წყაროების მითითებითაა აღწერილი. ასე რომ, კონკვესტს შეგიძლიათ ენდოთ. More

Advertisements