ნატურმორტი ლაგამით

“პოლ ვალერი გვაფრთხილებდა: “პატიება უნდა ვითხოვოთ იმისთვის, რომ ვბედავთ მხატვრობაზე საუბარს”. მე კი ამ დროს ყოველთვის ისეთი გრძნობა მრჩებოდა, რომ უტაქტობას ჩავდიოდი.”

მხატვრობაზე საუბარი (წერაც) რთულია, ძალიან რთული… აბა, თავად განსაჯეთ – როგორ უნდა გადმოიცეს სიტყვით ის, რასაც მხოლოდ თვალი აღიქვამს სრულყოფილად. თითოეული ნახატი ხომ სწორედ ისაა, რასაც აღვიქვამთ და ეს აღქმა შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს მხატვრის ჩანაფიქრს… თუმცა ზბიგნიევ ჰერბერტი არც კი ცდილობს ჩვენს იმპრესიებზე ზემოქმედებას… ის უბრალოდ ყვება… ყვება მათზე, ვინც ქმნიდა ნახატებს და არა მხოლოდ მათზე. მისი ნაამბობი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფერწერის თემაზე დაწერილი ესსეები. ესაა მე-17 საუკუნის ჰოლანდიის ისტორია და ჰოლანდიელთა ყოფა… სწორედ ამაზე გვიამბობს “ნატურმორტი ლაგამით” და სხვა, ბევრისთვის იქნებ უცნობი, ნახატები… ამიტომაცაა ასე საინტერესო ჰერბერტის კრებული… (საინტერესო და არა “უტაქტო” :))… იმდენად საინტერესო, რომ უკვე ნაცნობ შემოქმედებს (მაგალითად, ვერმეერს) თავიდან აღმოგაჩენინებთ, სხვებით კი ისე დაგაინტერესებთ, რომ მათ ხსენებულ ნახატებს მოიძიებთ… ალბათ პან ზბიგნიევსაც ეს უნდოდა, არა? More

Advertisements

ბერგმანის სიზმრები

“ფილმი სიზმარივითაა. ფილმი მუსიკასავითაა. არც ერთი სხვა სახეობა ისე არ აღწევს სულის სიღრმეებში, როგორც კინოხელოვნება. მხედველობის ნერვის მცირედი გაღიზიანება, შოკის ეფექტი: ოცდაოთხი ამონათებული კადრი წამში, მათ შორის კი სიბნელეა, თუმცა მხედველობის ნერვი მის აღქმას ვერ ასწრებს.”

კინო თუ გიყვართ, შეუძლებელია ინგმარ ბერგმანს არ იცნობდეთ. მისი ფილმები ხომ ნამდვილი სიზმრებივითა… იმ სიზმრებივით, რომლებიც სულის სიღრმემდე აღწევს და არასდროს გვავიწყდება… სიზმარს ჰგავს მისი ავტობიოგრაფიაც… More