დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მსოფლიო ომზე ძალიან ბევრი რამ იცით – წიგნებიდან, ფილმებიდან თუ თვითმხილველთა ნაამბობიდან. თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. სამამულო ომი ცალმხრივად შუქდებოდა და “წითლებს” ანგელოზებად წარმოაჩენდნენ, გერმანელებს კი – პირსისხლიან ფაშისტებად. დიახ, ბევრი საბჭოთა მებრძოლი მართლაც იყო გმირი, ბევრი ნაცისტური არმიის წარმომადგენელი – მანიაკალური იდეებით აღსავსე, მაგრამ ხშირად პირიქითაც. ორივე მხარეს ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ სამშობლოს და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. მეტი
გოგონა, რომელიც წიგნებს იპარავდა
26 ოქტ 2015 2 Comments
in ავსტრალიური, ლიტერატურა ტეგები:კინო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარკუს ზუზაკი, მეორე მსოფლიო ომი, ნათია ჩუბინიძე, პალიტრა L, წიგნის ქურდი, liberteens
ორი ფესტივალი
30 მაისი 2015 13 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:აიას გზა, ალდენორი, ამერიკელები, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დავით ჭოჭუა, დათო ტურაშვილი, დიოგენე, იასმინა მიხაილოვიჩი, ინტელექტი, ლიგამუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მილორად პავიჩი, ნატო დავითაშვილი, პალიტრა L, სიესტა, ფანტასტიკა, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ფენტეზი, ფეხბურთი, წიგნები ბათუმში, liberteens, ochobooks
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂
“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 მეტი
ბოლო კომენტარები