კაფკას წერილი მამას

მამებისა და შვილების ურთიერთობაზე უამრავი წიგნი დაწერილა (ტურგენევმა სათაურიც კი ასეთი შეურჩია თავის წიგნს), თუმცა ფრანც კაფკას “წერილი მამას” განსაკუთრებულია. ამის მიზეზი ერთი რამ გახლავთ – ეს არ არის მწერლის მიერ შექმნილი ამბავი რეალურად არსებულ თემაზე. ეს ნამდვილი წერილია! More

პუტინი აფეთქებს რუსეთს!

პუტინი აფეთქებს რუსეთს! დიახ, დღეს სწორედ პუტინია “ფსბ”. დღეს სწორედ მისი სახელით აკეთებს ყველაფერს ეს “პატიოსანი” დაწესებულება. მისი მფარველობის შედეგია უამრავი შეკვეთილი მკვლელობა (რომლებსაც პირადად მისთვის არასასურველი პირები, “ურჩი” ბიზნესმენები და კრიმინალური ავტორიტეტები 36ეწირებიან), “ჩეჩნური” აფეთქებები (რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება) და ომები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს ყველაფერი პირადად ვლადიმერ პუტინის ინტერესებში შედის, თუმცა მსგავსი ფაქტები მანამდეც ხდებოდა. პუტინის სახით “ფსბ”-მ საკუთარი ადამიანი “გაამეფა” და უბრალოდ სახე შეიცვალა. ის ყოველთვის იყო სისხლიან “საწვავზე” მომუშავე ძალიან კარგი მანქანა, რომელიც სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად სწორედ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის მსგავს ადამანს ეძებდა- კაცს “კაგებეშნიკური” წარსულით, რომელიც არაფერზე დაიხევდა უკან და რომელიც შეძლებდა უმოკლეს ხანაში დემოკრატიის ჩანასახშივე ჩაკვლას. ელცინმა ეს ვერ მოახერხა (პირიქით, “დემოკრატიული თამაშების” წამოწყებაც კი სცადა), პუტინი კი მმართველობის პირველივე დღიდან შეუდგა საქმეს – ანდროპოვი “დააფასა”, სტალინის სადღეგრძელოების სმა დაიწყო, თავისუფალი სიტყვა საბოლოოდ “გაგუდა”, საბჭოთა კავშირის ნგრევას “უდიდესი კატასტროფა” უწოდა, “წარმატებით” განაგრძო “ფსბ”-სთვის ასე სასურველი “ანტიჩეჩნური” გზა და საქართველოსა და უკრაინასაც გადასწვდა. პუტინმა გააგრძელა რუსეთის “აფეთქება” შიგნიდან და გარედან. ის ამას დღემდე აკეთებს – პირნათლად ასრულებს “ფსბ”-ს გეგმებს. პუტინი აფეთქებს რუსეთს! More

წმენდა

4სოფი ოკსანენის წიგნზე “როცა მტრედები გაუჩინარდნენ” რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ. მაშინვე აღვნიშნე, რომ უახლოეს მომავალში “წმენდასაც” შევიძენდი (ქინდლ-ვერსიას ვერსად მივაგენი), თუმცა საწყის ეტაპზე ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. შემდეგ, სიმართლე გითხრათ, წიგნი უბრალოდ გადამავიწყდა… და აი ახლა, სრულიად მოულოდნელად ონლაინ-ბიბლიოთეკაში ხეტიალისას რუსულ თარგმანს გადავაწყდი, ყველა “სამოგზაურო” გეგმა გვერდით გადავდე და “გზას გავუდექი” (მოდით და ნუ დაიჯერებთ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს)… More

როცა მტრედები გაუჩინარდნენ

ესტონეთი, ერთდროულად 40-იანი და 60-იანი წლები. ესტონელები დიდი სიხარულით ელოდნენ ნაცისტური გერმანიის ჯარების შემოსვლას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებულიყვნენ წითელი ოკუპანტებისგან… შემდეგ უკვე საბჭოელებმა “გადაიბარეს” ნატანჯი ესტონეთი… თხრობა პარალელურად მიდის, რაც დამატებით ინტერესს სძენს ამბავს…

“40-იანების ნაწილში” ესტონეთი ნაცისტების ხელში გადავიდა, თუმცა ნანატრი ბედნიერი ეპოქა არ დამდგარა. მათი მოსვლის შემდეგ მტრედებიც გაუჩინარდნენ (რატომ, თავად ნახეთ), იმედგაცრუებული ადამიანებიც და ზოგიერთი ესტონელის ღირსებაც… მოღალატე ედგარი უცებ “გარდაიქმნა” არიული რასის “სუფთა” წარმომადგენლად, როლანდმა კი ბრძოლა განაგრძო… More