კეჟერაძე
ჩემი ბლოგის სახელიდან გამომდინარე ალბათ მოხეტიალე ფოტოგრაფის შთაბეჭდილებას ვტოვებ : D რეალურად კი არც ვასიკო მქვია, არც შალვა და არც გრიშა. მეტიც – მდედრობითი სქესის “არსება” ვარ სტუდენტური აწმყოთი, ბიზნეს-ტურისტულ-მარკეტინგული მომავლით და სამი მძიმე სენით – ვარ გამოდოჩანაშვილებული, მაქვს დოსტოევშინის მსუბუქი ფორმა და მწვავე გრანელიზმი : )) თავისუფალ დროს ვცხოვრობ “კეჟერაძული” ცხოვრებით: დავწოწიალებ სოფელ-სოფელ, ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე და ვხდები ოდნავ უკეთესი ლიტერატურის დახმარებით : ))) მოკლედ, ვარ სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი : )
კეთილი იყოს თქვენი ფეხი (უფრო სწორად, ე.წ. თაგვი : D) ჩემს მოკრძალებულ “ტურისტულ სააგენტოში” : ). თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ “ჩემი მომსახურებით” და ჩემთან ერთად იმოგზაუროთ ლიტერატურულ ლაბირინთებში, გაეცნოთ ჩემს შეხედულებებს წიგნებზე და თუ მოკლე “რეკლამებით” დაინტერესდებით, თქვენც “გაუდგეთ გზას” : ) ჯერჯერობით სხვა სახის “ტურებს” ვერ შემოგთავაზებთ, რადგან სრულიად ვამართლებ ოსკარ უაილდის სიტყვებს – ზედმეტად მიყვარს კითხვა იმისთვის, რომ ვწერო: )
ოქტ 09, 2011 @ 10:48:09
სალომეას (და არა მარტო მას) სურს მოგვიყვე შენს თავზე….
LikeLike
ოქტ 09, 2011 @ 17:37:23
საინტერესოს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეცდები მაინც 😀
LikeLike
ოქტ 11, 2011 @ 10:25:11
ძალიან საინტერესო იყო :)) მომეწონა.
,,სრულიად ვამართლებ ოსკარ უაილდის სიტყვებს – ზედმეტად მიყვარს კითხვა იმისთვის, რომ ვწერო: )”
ჰო ოსკარ ვაილდს ვეთანხმები, მაგრამ მე მაინც ვწერ ჩემთვის:)))
LikeLike
ოქტ 21, 2011 @ 14:30:41
მჭირს შენი სამი სენიდან ერთერთი – ვარ გამოდოჩანაშვილებული 🙂 დავწოწიალევ შეძლებისდაგვარად და მიხარია შენი ბლოგი რომ ვიპოვე 🙂
LikeLiked by 1 person
ოქტ 21, 2011 @ 16:46:32
კეთილი იყოს შენი ფეხი (ანუ თაგვი) 😀
LikeLike
ოქტ 21, 2011 @ 16:55:00
ბედნიერების მომტანი 🙂
LikeLike
ოქტ 30, 2011 @ 19:52:11
კიდევ ერთი აღმოჩენა. მაგარი ბლოგია :)))
LikeLike
ოქტ 30, 2011 @ 20:03:07
მადლობა 🙂 ასე ვთქვათ, მოკრძალებული ბლოგია
LikeLike
დეკ 22, 2011 @ 16:09:30
ჰმმ ❤ მშვენიერია
მაგრამ მაინც არ ვაპატიებ დოჩანაშვილს ასეთი არაპოეტური გვარ-სახელი რომ შეურჩია ფოტოგრაფს ))
LikeLike
დეკ 23, 2011 @ 12:51:12
მართალია, მაგრამ მერე ისეთი “გაგრძელება მიაყოლა”, კი აქცია ერთობ არაპოეტური გვარი სამი ტიპის ადამიანების სინონიმად 😉 😀
LikeLike
დეკ 25, 2011 @ 18:36:40
კარგი გოგო ხარ 🙂
LikeLike
დეკ 25, 2011 @ 19:15:12
დიდი მადლობა 🙂
LikeLike
დეკ 25, 2011 @ 18:37:50
დიზაინიც განსაკუთრებულად დახვეწილია, მე თუ მკითხავთ.
LikeLike
დეკ 25, 2011 @ 19:15:41
დიზაინისთვის მადლობა wordpress-ს 😀
LikeLike
იან 05, 2012 @ 14:24:33
ნათი, საინტერესო პიროვნება ჩანხარ. შევეცდები, ხშირად შემოგიარო ხოლმე. : ]]
LikeLike
იან 05, 2012 @ 15:13:02
დიდი მადლობა : ) სტუმრებისთვის “კარი” ყოველთვის ღიაა 😀
LikeLike
იან 05, 2012 @ 18:55:14
მიხარია. :))))
LikeLike
იან 14, 2012 @ 16:36:45
მოკლედ გამონათიავებული ვარ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ:)))
LikeLike
იან 14, 2012 @ 18:11:49
უფრო გამოკეჟერაძევებული 😀
LikeLike
იან 14, 2012 @ 19:10:18
სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგით კლიმთა საზოგადოების შექმნაზე რა აზრის ხარ? :))) საპატიო რიგითი თავჯდომარე იყავი თუ გინდა:))
LikeLike
იან 14, 2012 @ 19:28:22
ჯერჯერობით ლიტერატურაზე ვფიქრობ. იქნებ ოდესმე ამაზეც ვიფიქრო 😀
LikeLike
თებ 13, 2012 @ 09:17:58
ძალიან კარგი ბლოგია , მომეწონა და გამატებ ბლოგროლში 😉
LikeLike
თებ 13, 2012 @ 11:24:33
მადლობა 🙂
LikeLike
თებ 13, 2012 @ 13:28:38
“ვარ გამოდოჩანაშვილებული, მაქვს დოსტოევშინის მსუბუქი ფორმა და მწვავე გრანელიზმი : )) ” –მოგნი მეც იგივე დიაგნოზი დამისვეს, როდესაც სახლში მიპოვეს წიგნით ხელში და გამობრუებული.. :)) რა ვთქვა?! ალბათ ჯობია ე.წ კომენტარი ბანალური ფრაზით დავამთავრო: სიტყვები ზედმეტია!!
LikeLike
თებ 13, 2012 @ 14:06:27
არაუშავს 🙂 საშიში დაავადება არ არის 🙂 სასიამოვნოც კია…
LikeLike
თებ 13, 2012 @ 17:41:37
რათქმაუნდა, სასიამოვნო რომ არ იყოს, ექიმის გამოწერილ წამლებსაც მივიღებდით:)))
LikeLike
მარ 30, 2012 @ 14:22:11
ერთ–ერთი საუკეთესო “ებაუთია” რაც წამიკითხავს 🙂
მომწონს აქაურობა 🙂
LikeLike
მარ 30, 2012 @ 19:17:11
დიდი მადლობა :))
LikeLike
ივნ 01, 2012 @ 23:22:51
აღფრთოვანებული ვარ შენით…
LikeLike
ივნ 02, 2012 @ 15:40:04
ცოტა გადაჭარბებული კომპლიმენტია, მაგრამ დიდი მადლობა 🙂
LikeLike
ივნ 03, 2012 @ 14:15:40
დამიჯერე არა,უბრალოდ მე ვერ ვახერხებ ამდენის კითხვას სწავლის პერიოდში… დროს ვერ ვანაწილებ… :))
LikeLike
ივნ 03, 2012 @ 21:12:32
დრო მარადიული პრობლემაა :)) არდადეგებზე ნაკლებად ვახერხებ კითხვას 😀
LikeLike
ივნ 04, 2012 @ 17:05:14
მე კიდე პირიქით:)
LikeLike
აგვისტო 25, 2012 @ 03:16:19
გამოგიტყდები, ბავშვობიდანვე არ მჭირდა კითხვის სენი, ახალბედა ვარ თქვენს რიგებში. ერთ-ერთი ჩემი გარდაქმნის მიზეზი სწორედ დოჩანაშვილის “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და მისი არაჩვეულებრივი პერსონაჯი ვასიკოა, ასე რომ მგონი გასაგებიცაა რამხელა ინტერესით შემოვედი ამ ბლოგზე და მინდა გითხრა რომ იმედები ნამდვილად არ გაუცრუებია 🙂 აქაურობის ხშირი სტუმარი ვიქნები
LikeLike
აგვისტო 25, 2012 @ 13:15:48
რა ჯობია ახალბედობას 🙂 ვასიკოს თუ დავესესხებით, მოსალოცი ამბავია:)
მადლობა 🙂 სტუმრებისთვის “კარი” ყოველთვის ღიაა :))
LikeLike
აგვისტო 25, 2012 @ 21:49:50
ნამდვილად მოსალოცი ამბავია, აწი ვიცი თავი როგორ დავაღწიო მაღლივის დამღლელ “ფანჯრებს”, ან თუნდაც მოსაბეზრებელ ლექციებს 🙂
LikeLike
აგვისტო 26, 2012 @ 00:19:55
კარცერ-ლუქსივით კომფორტული ადგილები არ გვაქვს მაღლივში, მაგრამ რამის მოფიქრება შეიძლება 🙂
LikeLike
ოქტ 23, 2012 @ 22:17:52
მომწონხარ ეეე♥:))))
ჩემთანაც შემოიხედეეეე:))))))))))
LikeLike
ოქტ 23, 2012 @ 22:39:20
დიდი მადლობა 🙂 ერთი საინტერესო კატეგორია შევამჩნიე და გადავხედავ 😉
LikeLike
ნოე 08, 2012 @ 09:20:13
შემოვბოდიალდი, გაგიცანი, მომეწონე.
LikeLike
ნოე 08, 2012 @ 12:16:42
მადლობა 🙂
LikeLike
იან 24, 2013 @ 09:04:50
კაი გამარჯობა შენი, ჯეჟერაძე ; )
LikeLike
იან 24, 2013 @ 13:24:35
გაგიმარჯოს :)))
LikeLike
აპრილი 03, 2013 @ 21:39:23
აჰ, ეს ვინ გიპოვე..:დდ ძალიან მიხარია, რომ შენი ბლოგი აღმოვაჩინე და სრულიად შემთხვევით.. დოსტოევსკის მიერ წიგნებში აღწერილი გმირის სურათს ვეძებდი და შენი ბლოგიც მაშინ ვიპოვე..
ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ისეთი ადამიანის “პოვნა”, რომელისაც დოსოევშინის მშუბუქი ფორმა აქვს..!!
ხშირად გესტუმრები ხოლმე..!!!
LikeLike
აპრილი 03, 2013 @ 23:32:31
სტუმრებისთვის “კარი” ყოველთვის ღიაა 🙂
LikeLike
ივლ 26, 2013 @ 13:39:57
ძალიან ძალიან მიყვარს მე კეჟერაძის სამყარო და რა ხანია ვკითხულობ… “მწვავე გრანელიზმი”კი ვფიქრობ საინტერესო სენია 🙂
LikeLike
ივლ 26, 2013 @ 13:45:07
მწვავე სენია, მაგრამ მუდმივი არ არის (პროზაული “ავადმყოფობებისგან განსხვავებით) 🙂
LikeLike
სექ 12, 2013 @ 09:13:01
მე ეხლა შემოგიერთდებით და მედი მაქვს მოგზაურობა თქვენს ლაბირინთებში, რასაც ლიტერატურა ჰქვია საინტერესო იქნება.
LikeLike
სექ 12, 2013 @ 12:42:29
სტუმრებისთვის “კარი” ყოველთვის ღიაა 🙂
LikeLike
ოქტ 17, 2013 @ 05:30:21
რა კარგი დახასიათებაა. კიარადა აღწერა.
შენი ბლოგი რიდერში ჩავიგდე. ამიერიდან ხშირად შემოვალ ხოლმე.
2011-იანი ყოფილხარ. სულ რაღაც 2 წლის რა “პატარა” ხარ და კარგად წერ. ეს ძალიან კარგია.
LikeLike
ოქტ 17, 2013 @ 12:22:11
დიდი მადლობა 🙂 სტუმრებისთვის “კარი” ყოველთვის ღიაა 🙂
LikeLike
ოქტ 17, 2013 @ 15:48:22
მადლობა :))))
LikeLike
მარ 27, 2014 @ 11:34:32
გუშინ გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღე იყო და პირველი შენ გამახსენდი გილოცავ ,,კეჟერაძე”: )) უკარგესი გოგო ხარ და უკარგესი მკითხველი: )))
LikeLike
მარ 27, 2014 @ 12:59:54
დიდი მადლობა ^_^
LikeLike
ივნ 11, 2014 @ 13:20:19
კეჟერაძე? ჯერ მარტო “ებაუთი” წავიკითხე და უკვე მიყვარს აქაურობა 🙂 მეც “გამოდოჩანაშვილებული” ვარ ^_^ კეთილი იყოს ჩემი “თაგვი” შენს სამყოფელში 🙂
LikeLiked by 1 person
თებ 21, 2015 @ 14:08:35
ver damexmarebi?
LikeLike
თებ 21, 2015 @ 20:29:19
რაში უნდა დაგეხმაროთ?
LikeLike
თებ 22, 2015 @ 23:30:33
zogadad blogis dizainshi, tu sheidzleba…
LikeLike
თებ 23, 2015 @ 18:45:04
სიამოვნებით, მაგრამ დიზაინი გემოვნების ამბავია. აჯობებს, თუ თავად შეარჩევთ.
LikeLike
თებ 24, 2015 @ 21:41:22
gasagebia eg magram ragaceebi ver gavige
LikeLike
თებ 24, 2015 @ 21:44:01
Facebook თუ გაქვთ, იქ მომწერეთ. უფრო შესაფერისი ადგილია “არალიტერატურული” თემების განსახილველად.
LikeLike
თებ 24, 2015 @ 21:55:22
rogor gipovo?
LikeLike
თებ 24, 2015 @ 21:57:09
ბმული გვერდის დასაწყისშია – მარჯვენა ზედა კუთხეში.
LikeLike
თებ 24, 2015 @ 21:59:05
mgoni gipove
LikeLiked by 1 person
მარ 10, 2015 @ 15:44:45
ketili iyos:)
LikeLiked by 1 person
თებ 18, 2016 @ 16:34:47
რა კარგი ბლოგი ვიპოვეეე
LikeLiked by 1 person
ივლ 27, 2016 @ 14:26:40
ძალიან მაგარი გოგო ხარ! და ასეთივე ბლოგი გაქ… წარმატებები
LikeLiked by 1 person
ივლ 27, 2016 @ 18:46:46
დიდი მადლობა :))
LikeLike
აპრილი 04, 2017 @ 12:18:06
ძალიან საინტერესო ბლოგია!! მიხარია რომ გიპოვე 🙂
LikeLiked by 1 person
აგვისტო 26, 2017 @ 10:53:48
ძალიან საინტერესო ბლოგია. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელი დაძაბულ ყოფაში. როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი აღარ არის მიდრეკილი წიგნების კითხვისა და ღრმა ფილოსოფიური მსჯელობისაკენ. მაგალთად დოსტოევსკის კითხვისაკენ აღარ მიუწევთ გული. კარგი ლიტერატურის (მაგალითად ისეთი, როგორიც დოჩანაშვილი და დოსტოევსკია) კითხვა და მასზე მსჯელობა მოგვაპოვებინებს პიროვნულ სახეს და ინდივიდუალურობას, აგვიხელს თვალს, გვანიჭებს სიმართლის, კეთილშობილების და სიყალბის, სიმდაბლის ნათელი ხედვის ძალას, მშვენიერების და სხვა ღირებულებების ღრმა განცდის და წვდობის უნარს. ასე, რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი ლიტერატურული ოაზისისათვის. თქვენი ხშირი სტუმარი ვიქნები.
P.S მოკლე რეკლამები ძალიან მომეწონა. რამდენიმე უკვე მოვინიშნე წასაკითხად 🙂
LikeLiked by 1 person
აგვისტო 26, 2017 @ 17:09:39
მადლობა თქვენ 🙂
LikeLike
სექ 11, 2018 @ 16:36:11
გამარჯობა!
მომეწონე კეჟერაძე! ჩინებული დახასიათება გაქვს!
შეიძლება იმიტომაც, რომ მეც გამოდოჩანაშვიებული ვარ, მაქვს მსუბუქი ჭილაძეობა და გალაქტიონისეული ფორმა!
LikeLiked by 1 person