სიკვდილი ვახტანგურად

გახსოვთ ერასტ ფანდორინი? და მისი შვილიშვილი ნიკა?  თუმცა რას გეკითხებით – თუ იცნობთ, როგორ დაივიწყებდით. მათი თითოეული თავგადასავალი ხომ განუმეორებელია… და აი ახლა მინდა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გმირზე გიამბოთ… უფრო სწორად – ორზე… მეტი

ერასტ ფანდორინის თავის დაკვრა

თუ მთელი სამყარო თეატრია, მაშინ ოდესმე ფარდაც უნდა დაეშვას… ასეთია თამაშის წესები. რაც უნდა გრძელი იყოს სპექტაკლი, ფინალი მაინც დგება და სულ ბოლოს სცენაზე უკვე ახლობლებად ქცეული გმირები გამოდიან, რათა თავი დაგვიკრან… მეტი

ისტორიის ლაბირინთებში აკუნინთან ერთად

ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა… ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო (როგორც თითქმის ყველა საგანი, ისეც ერთფეროვნად და “განმეორებადად” მეჩვენებოდა), თუმცა ინფორმაციის მიღება სასწავლო დაწესებულების მიღმაც ხომ შეიძლება (მგონი, ამ გზით ბევრად მეტი რამ შევიტყვე, ვიდრე “ტრადიციული” მეთოდით)… მაგალითად, ბორის აკუნინის მონათხრობიდან, რომელიც ხშირად გვეპატიჟება ხოლმე ისტორიის ლაბირინთებში, მათ შორის თავისი ბლოგის “გავლითაც”… მეტი

ბედნიერი ერი

34523372აკუნინ-ჩხარტიშვილის წიგნებზე ხშირად ვსაუბრობთ. ამ ორი “ადამიანის” ტანდემი განსაკუთრებით “გემრიელია” და იმიტომ. მხატვრული და დოკუმენტური პროზის ნაზავს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, მით უფრო, თუ ძველ ნაცნობ გმირებს ვხვდებით. მეტი

არისტონომია

e6cfa5a885იცნობთ ბორის აკუნინს? და გრიგოლ ჩხარტიშვილს? დიახ, ეს ორი სახელი ერთ ადამიანს ეკუთვნის, თუმცა “ლიტერატურულად” სრულიად განსხვავებული პიროვნებები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მე ე.წ. non-fiction-ის დიდი მოყვარული არ გახლავართ, ბატონი გრიგოლის ესსეებს ინტერესით ვკითხულობ და, გარდა თხრობის სტილისა, კიდევ ერთი რამის გამო ვაფასებ – ის ზრუნავს ჩემნაირ მკითხველებზე და, როგორც წესი, ბორის აკუნინთან “ერთად” წერს – ანუ, მხატვრული პროზის გულსემატკივრებს არ ივიწყებს და არამხატვრულ ნაწილს “გემრიელი” ამბებით “აზავებს” ხოლმე. ასევეა “არისტონომიაც”, რომელიც “სხვა გზის” წინამორბედად ითვლება და “დიდ სამყაროს” აღწერს. მეტი

სხვა გზა აკუნინისგან

26334583[1]ბორის აკუნინს თუ იცნობთ, ალბათ მისი სახელის გაგონებისას პირველ რიგში მიმზიდველი დეტექტივი ერასტ ფანდორინი გახსენდებათ, ან მისი ოჯახის წევრები. თუმცა თუ ამ ძალიან კარგი მწერლის (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) ქართული თარგმანები (“სასაფლაოს ამბები” და “მწერალი და თვითმკვლელობა”) წაგიკითხავთ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ბატონი ბორისი ე.წ. non-fiction-ის ოსტატიც არის. განსაკუთრებით “გემრიელი” კი “აკუნინ-ჩხარტიშვილის” ერთობლივი შემოქმედება ანუ მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის ნაზავი გამოდის ხოლმე. სწორედ ასეთია მისი ბოლო წიგნი “სხვა გზა”. მეტი

ჟანრები აკუნინისგან

i_001ბორის აკუნინი რომ ძალიან მიყვარს, ალბათ შეამჩნევდით, მაგრამ საკუთარ მაგალითზე იმასაც დააფიქსირებდით, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. “ბნელი კოშკის” პირველი ნაწილის შემდეგ ვცდილობ სერიები არ “დავანაწევრო” (“მხედვარის” სრულად გამოსვლასაც კი გმირულად ველოდები), მაგრამ გრიგოლ შალვოვიჩის “ჟანრებიდან” მხოლოდ “საბავშვო წიგნი” “მოვიდა” ჩემამდე, დანარჩენებს კი მხოლოდ ახლა “გადავეყარე” ქინდლის უკიდეგანო მეხსიერებაში… თუმცა აჯობებს თუ პირდაპირ საქმეზე გადავალთ 🙂 მეტი

ერასტ ფანდორინის დაბრუნება

akunin_b_planeta_vodaერასტ ფანდორინი დაბრუნდა! მას შემდეგ, რაც ის უკანასკნელად ვნახე, ორმა წელმა განვლო და ეს ფრიად მიმზიდველი გამომძიებელი უკვე გვარიანად მომენატრა… თან “ნეფრიტის კრიალოსანი” იმდენად საინტერესო გახლდათ, რომ სამ დეტექტივად დაყოფილი წიგნი რომ დავინახე, უკანმოუხედავად “გავქანდი” აკუნინის შემოთავაზებულ მოგზაურობაში…

წარმოგიდგენიათ ერასტ პეტროვიჩი კაპიტანი ნემოს როლში (რა დამთხვევაა – სულ ცოტა ხნის წინ წაკითხულ წიგნშიც ფიგურირებს ჟიულ ვერნის ეს გმირი)? დიახ, “პლანეტა წყალში” ის წყალქვეშა ნავში ბინადრობს და ჩვენს საყვარელ მასასა და ახალ თანაშემწესთან ერთად დიდი ხნის წინ ჩაძირულ სიმდიდრეს ეძებს… მაგრამ ხომ იცით, რომ ერასტს სიმშვიდე არასდროს ეღირსება და უეჭველად ხიფათში უნდა გაებას. ახლაც ინგლისელი პოლიციელების, გერმანელი სამხედროებისა და სისხლისმსმელი მანიაკის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა… ან იქნებ სულ სხვა ვიღაცის… მგონია, რომ ეს ამ კრებულის №2 დეტექტივია და საქმე თავად უნდა “გახსნათ”, ამიტომ სიმართლეს არ გაგიმხელთ. ნახეთ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ნაპოლეონ ბონაპარტს და როგორი სიყვარული შეუძლია თითქოს უგულო ერასტს 🙂 მეტი

მწერალი და თვითმკვლელობა

პირველ ადგილზე დგას „მწერალი”, „თვითმკვლელობა” კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი, „ზნეობრივი სფეროს ეს აუხსნელი ფენომენი” (კარამზინი).

shop_product_image_1856წიგნის შესავალში აკუნინი წერს, რომ ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც თვითმკვლელობაზე ერთხელ მაინც უფიქრია. მე ასეთი ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები (ზოგადად თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს ალბათ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდანაც გამომდინარეობს), თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “მწერალი და თვითმკვლელობა” ძალიან საინტერესოდ მეჩვენა (“სასაფლაოს ამბებისა” არ იყოს). გრიგოლ ჩხარტიშვილი, როგორც ყოველთვის, უღრმავდება პრობლემას და, მიუხედავად არც თუ სასიამოვნო თემატიკისა, მაინც სახალისო საკითხავს გვთავაზობს. მეტი

“ზღაპრები” აკუნინისგან

გენერალური პროკურორი ქალებთან გამოიჭირეს, ტელეწამყვანი შეკვეთით იტყუება, ჩეჩენი ბოევიკი საავადმყოფოს ესხმის თავს, სკულპტორი ფრიად უცნაური მიზნებით ქმნის “შედევრებს”, კომუნისტური პარტიის ლიდერი სულაც არ არის კომუნისტი, საახალწლოდ ოლიგარქი “ორიგინალურ” საჩუქარს იღებს, ძველი ბანკირი და თანამედროვე “ახალი რუსი” ადგილებს ცვლიან, გენერალი საკუთარ ფსიქიკაში “იქექება” – ეს აკუნინის ზღაპრებია – ძალიან სახალისო, მოკლე, სხარტი, ნაცნობ სიტუაციებსა და პიროვნებებზე აგებული “ზღაპრები იდიოტებისთვის”

მეტი

Previous Older Entries