რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე

რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე? რაზე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე… ვლაპარაკობთ ქუჩაში ცეკვაზე, ღალატზე, ალკოჰოლზე, კიდევ მშობლებზე, საავადმყოფოს პალატაში მძინარე შვილის სუნთქვას რომ უსმენენ, უნცაურ სიყვარულზე, რომელიც ზოგჯერ სიკვდილსაც უთანაბრდება… და კიდევ ბევრ რამეზე… ვლაპარაკობთ წვრილმანებზე, რომლებიც ერთიანობაში სიყვარულს ქმნის – თავისი ბედნიერებით, ტკივილით და სხვა უამრავი – ზოგჯერ აღუწერელი – გრძნობით… ისეთით, მხოლოდ რაიმონდ კარვერი რომ გადმოსცემს სიტყვებით, გმირებით, მოთხრობებით… რაიმონდ კარვერი – კაცი განსაკუთრებული მზერით, რომელმაც თავად განიცადა ის ყველაფერი, რაზეც ლაპარაკობს… მეტი

რასაც თან დაათრევდნენ

რა არის ომი? ამაზე უამრავი მწერალი წერს, უამრავი რეჟისორი უძღვნის ფილმს… თუმცა სინამდვილეს მხოლოდ ისინი უახლოვდებიან, ვისაც საკუთარი თვალით უნახავს ომი (ესეც კი ვერ გვიჩვენებს ბოლომდე რეალობას – ჩვენ ხომ მაინც “მესამე პირის” თვალით ვუყურებთ ამ ყველაფერს)… მათ შორისაა ტიმ ო’ბრაიენიც – კაცი, რომელმაც თავად ნახა ჯოჯოხეთი სახელად ვიეტნამი… მეტი

გზები, რომელთაც ვირჩევთ

ბავშვობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია (თუ, რა თქმა უნდა, რაღაც განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან არ გვაქვს საქმე). არ აქვს მნიშვნელობა, როდის და რა პირობებში ჩაიარა იმ წლებმა (პირადად ჩემი ბავშვობა ბნელ 90-იანებს დაემთხვა, თუმცა მაინც ისე ვიხსენებ, როგორც ყველაზე ნათელ წლებს). ამის მიზეზი კი ორია – ცხოვრების საწყის წლებში არაფერი გვადარდებს, რადგან ყველაფერს სხვები გვიგვარებენ (ან ისეთი “პრობლემები” გვაქვს, რაზეც ზრდასრულ ასაკში უბრალოდ გვეცინება) და გვგონია, რომ წინ ძალიან გრძელი და ნათელი გზა გვაქვს. შედეგი კი სულ სხვანაირი აღმოჩნდება ხოლმე. ზოგჯერ ყველაფერი ძალიან კარგად ეწყობა, თუმცა რეალობა ისეთი შთამბეჭდავი არასდროსაა, როგორიც ოცნებებში… ან ცხოვრება საშინლად წავა, როგორც ეს დებ გრაიმზებს დაემართათ (რიჩარდ იეიტსი ამ ფაქტს პირველივე წინადადებაში აფიქსირებს, ასე რომ სპოილერის არ შეგეშინდეთ)… მეტი

ხელის აუკანკალებლად

გსმენიათ დაბა ჰოლკომბის შესახებ? არ გამიკვირდება, თუ არა. ამ დასახლებული პუნქტის არსებობა თვით აშშ-შიც კი ცოტამ თუ იცოდა, სანამ ორი ცივსისხლიანი მკვლელი ქლათერების ოჯახის ოთხ წევრს არ დახოცავდა. თრუმენ კეპოუტის (მე ამ გვარის სხვაგვარი ვერსია უფრო მომწონს, თუმცა რადგან ამ კონკრეტულ წიგნზე ვსაუბრობთ, თარგმანს ნუ ავცდებით) წიგნმა კი, რომელიც ჟურნალისტური ნაშრომისა და ტრადიციული პროზის ნაზავს წარმოადგენს, მთელს მსოფლიოს გააგებინა, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებობს ასეთი ადგილი – ერთი შეხედვით მშვიდი დაბა, რომელიც 1959 წელს გაუგონარი სისატიკით ჩადენილმა ოთხმაგმა მკვლელობამ შეძრა. მეტი

ქალწულების სუიციდი

10956ბოლო დროს თვითმკვლელობაზე ხშირად ვფიქრობ. არა, საკუთარი სიცოცხლის კონტექსტში არასდროს – უბრალოდ წიგნები მხვდება ასეთი (რაც გამომცემლობა”დიოგენეს” დამსახურებაა). ჯერ იყო და მაიკთან ერთად ვიძიებდი აშკარა მოტივის გარეშე ჩადენილი სუიციდის საქმეს, ახლა კი ხუთი დის თვითმკვლელობის მიზეზთა კვლევას შევუდექი მათ მეზობელ ბიჭებთან ერთად… მეტი

ფოსტალიონი ჩინასკი

იცნობთ ჩარლზ ბუკოვსკის? თუ პასუხი დადებითია, ალბათ დამეთანხმებით, რომ საზიზღარი ბებერია 🙂 მაგრამ სწორედ ამ “თვისების” გამოა ასე საინტერესო (და სახალისო) ჰენრი ჩინასკის ამბები. ამ “ბინძურ” ისოტრიებს შორისააა ჰენრის “ფოსტალიონობის” პერიოდიც (არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინასკი თავად ჩარლზია. ასე უფრო “ეფექტურად” წავიკითხავთ მის წიგნებს), რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს სწორედ ფოსტის შიდა სამზარეულო ანიჭებს. მისი მაშინდელი ცხოვრების შემადგენელი ნაწილები – სექსი, ალკოჰოლი, დოღი და “ნეტარი უსაქმურობა” ხომ არც სხვაგან გვაკლია… აი, ფოსტალიონების ცხოვრება კი ნამდვილად უნიკალურია ჰენრი ჩინასკის ყოფაში. თანაც მთელი 12 წელი! ეს საოცარია როგორც თავად ფოსტალიონი ჩინასკის, ისე ფოსტისთვის. აბა, წარმოიდგინეთ, რომ კაცი, რომელიც ყოველთვის 100%-ით იყო ამოვარდნილი ნორმალური (იდეალურობას ნუ მოვთხოვთ) თანამშრომლის ჩარჩოდან, ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც თავად წასულა სამსახურიდან (არადა მის მიერ აღწერილი ფოსტა აშკარად საშინელ სამუშაო ადგილს ჰგავს) და არც გაუშვიათ… და იცით რა? მე მგონი, ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩინასკისაც და ამერიკის ფოსტის მესვეურებსაც! ისინი რომ არა, ჩვენ ვერასდროს შევიგრძნობდით ფოსტალიონის ცხოვრებას ისე, თითქოს თავად ვიმუშავეთ იქ (არ მითხრათ, ფოსტალიონების ცხოვრებაზე ქართული ფილმიც ხომ გვაქვსო. სად ძალიან კარგი, თუმცა იმ დროის შესაბამისად “იდეალური” ფილმი და სად “საზიზღარი ბებერი” ჩინასკი:)))… მეტი

სიყვარული ბრაზილიაში

11664[1]კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრაზილიაში – ქვეყანაში, რომელიც ერთდროულად რომანტიკულიც არის და კრიმინალის მორევში ჩაძირულიც! კოპაკაბანის სანაპიროზე ტრისტაო და იზაბელი გელიან. მეძავის ვაჟი ქუჩის ბიჭისა და გავლენიანი მამის ერთადერთი ქალიშვილის გზები არ უნდა გადაკვეთილიყო, თუმცა ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას გვთავაზობს და ორ ადამიანს სამუდამოდ აკავშირებს ერთმანეთთან. მათ წინ უამრავი განსაცდელი ელით და მათთან ერთად ჩვენც. ყოველ წამს ვფიქრობთ, რომ სიყვარული დასრულდება – ან “აღვირახსნილი” ვნება ამოიწურება, ან შიმშილი, სიღარიბე და ოჯახის წევრები მოუღებენ ბოლოს “შავ-თეთრ” (ამ შემთხვევაში კანის ფერს არ ვგულისხმობ) ურთიერთობას… სულ გვგონია, რომ ბასრი სამართებელი გადაჭრის ტრისტაოსა და იზაბელის გულებს შორის გაბმულ უხილავ ძაფებს, მაგრამ აპდაიკის ჩანაფიქრი სულ სხვაგვარია. მის მიერ შექმნილი ამბავი (განსაკუთრებით კი ფინალი) ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ტრისტანისა და იზოლდას ისტორია. ცხოვრება ხომ ლეგენდა არ არის. შეიძლება სიყვარულისთვის ყველაფერი დათმო – უმანკოება, სიმდიდრე, ნათესავები, სწავლა, სამსახური, შვილები, თავისუფლება, მაგრამ დასასრული მაინც ისეთი იქნება, როგორიც ბედისწერის უხილავმა ხელმა გამოძერწა – ბედნიერი ან უბედური, მაგრამ ნამდვილი… მეტი

ახალი წელი 2015

desktop20christmas20trees20books204928x326420wallpaper_www-wallpaperfo-com_42ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა… მეტი

კერი უაიტის შურისძიება

10592კერი უაიტი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამერიკელი გოგოა. ვინ იცის შეერთებულ შტატებში (და ზოგადად მსოფლიოში) რამდენი მოზარდი იტანჯება თანაკლასელთა დაუნდობლობის გამო… თუმცა კერის ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს, რაც თავიდანვე გამორიცხავს ასეთი შემთხვევებისთვის ტრადიციად ქცეულ დასასრულს – თვითმკვლელობას ან ფსიქიატრიულ კლინიკას…

კერის თუ გაიცნობთ და მის ცხოვრებას ჩაუღრმავდებით, აუცილებლად მიხვდებით მისი საქციელის მიზეზს. არა, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებთ, მაგრამ გაუგებთ… როდემდე შეიძლება ახალგაზრდა გოგონამ ითმინოს მუდმივი დაცინვა ან უკეთეს შემთხვევაში გულგრილობა? ის ხომ ყველასთვის ცარიელი ადგილია და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა “გართობა” მოუნდებათ… ხომ შეიძლება ერთ ადამიანს მაინც ესმოდეს მისი? თუნდაც დედას… თუმცა რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ ქალს, რომელიც საკუთარ შვილს ცოდვის ნაყოფს უწოდებს, თითოეული “არასწორი” ნაბიჯის შემდეგ საათობით კეტავს “სალოცავ ოთახში”, მუდმივად ამცირებს, ფიზიკურად ეხება, ნორმალურად ჩაცმის, ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, საკუთარ სხეულს, საკუთარ სქესს აძულებს, შეიძლება დედა ვუწოდოთ? და ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება გაგვიკვირდეს ის, რაც კერიმ გამოსაშვებ საღამოზე ჩაიდინა? ჩემთვის ეს საოცარი ნამდვილად არ არის. ვინ იცის, მეც რომ გადამეტანა ამდენი ტანჯვა და შემდეგ მეგრძნო, რომ ჩემი უნიკალური ძალის წყალობით შურისძიება შემეძლო, შევიკავებდი კი თავს? ალბათ არა. მეც ზუსტად კერი უაიტივით ვიძიებდი შურს და გასისხლიანებული გამოვიდოდი ცეცხლის ალიდან… მეტი

ორი ფესტივალი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 მეტი

Previous Older Entries